”ევროვიზიის” კონკურსი რუსმა მომღერალმა გინებით დაასრულა

”ევროვიზიის” კონკურსი რუსმა მომღერალმა გინებით დაასრულა

”ევროვიზიის” კონკურსზე რუსეთის წარმომადგენელმა გამოსვლა გინებით დაასრულა. ალექსეი ვორობიოვმა თავი ვერ შეიკავა და მაყურებლებს პირდაპირ ეთერში აგინა. რუსეთში, ტრანსლაციის დროს სკანდალური რეპლიკა ჩაახშვეს, თუმცა ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტი ინტერნეტით გავრცელდა.

”ეს რუსეთია! ეს რუსეთია бл**ь! მოდი აქ бл**ь! თვალებში მიყურე бл**ь!” - ყვიროდა და სამფეროვან დროშას აქნევდა ვორობიოვი. ეს ”ემოციური” რეაქცია რუს კონკურსანტს ”ევროვიზიის” ფინალში გადასვლასთან დაკავშირებით ქონდა.

რუსეთის პირველი არხის ტრანსლაციის დროს, გინება წამყვანების ხმამ ჩაახშო. თუმცა, რუსი კონკურსანტის გინება კარგად ისმოდა სხვა ქვეყნებში, მაგალითად მოლდოვაში. სწორედ ამ ქვეყნიდან გავრცელდა YouTube-ზე ვიდეორგოლი, სადაც ჩანს, როგორ იგინება რუსი კონკურსანტი.

ალექსეი ვორობიოვი არ მალავს, რომ ძალიან განიცდიდა, რომ ფინალში შეიძლებოდა ვერ მოხვედრილიყო. მამას ”სკაიპით” საუბრისას მომღერალმა უთხრა, ”მამა, შენ ვერც კი წარმოიდგენ, რამდენი უცენზურო სიტყვა მახსენდებოდა, როცა შედეგის გამოცხადებას ველოდი”.

პრესკონფერენციაზე ვორობიოვმა განაცხადა, რომ ის ძალიან ნერვიულობდა, რადგან ფინალისტებს შორის რუსეთი ერთ-ერთი ბოლო დაასახელეს. ”ეს ძალიან რთული იყო. იჯდე და ელოდე როდის გამოაცხადებენ, რომ რუსეთი ფინალში გადავიდა. ყველას აქვს ოცნება და ჩემი ოცნება ”ევროვიზიაზე” გამარჯვებაა. მე ძალიან ბედნიერი ვარ”, - განაცხადა რუსმა კონკურსანტმა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება