ლედი გაგას ფეხების დისტროფია განუვითარდა

ლედი გაგას ფეხების დისტროფია განუვითარდა

ეპატაჟურ ვარსკვლავს ლედი გაგას, რომელიც არაორდინალური სტილის ფეხსაცმლის სიყვარულით არის ცნობილი, მაღალ ქუსლებზე უარის თქმა მოუწევს. ასეთი ფეხსაცმლის ყოველდღიური მოხმარებით გაგას სახსრები დაუავადდა, ფეხების დისტროფია განუვითარდა და ფეხის ქუსლები დაუზიანდა. ექიმებმა გაგას ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა კატეგორიულად აუკრძალეს.

"ახლა გაგა ექიმ-ორთოპედთან დადის, ის ძალიან შეშინებულია, რადგან, შესაძლოა, არათუ ქუსლიანი ფეხსაცმელი ვეღარ ჩაიცვას, არამედ ვეღარც იცეკვოს", - ყვება მომღერლის მეგობარი.

ლედი გაგა პირველი არ არის, ვისაც მაღალმა ქუსლებმა ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. მსგავსი დაავადება ვიქტორია ბექჰემსა და პერის ჰილტონსაც აწუხებდათ.

მომზადებულია Popcornnews-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება