მსახიობ მეგან ფოქსის მარჯვენა ხელზე მკვეთრად გამოსახული მერლინ მონროს სახე თანდათან ხუნდება.
”მე მას თანდათან ვიშორებ”, - განუცხადა იტალიურ ჟურნალ Amica-ს მეგანმა. ”ის საკმაოდ ნეგატიურია, - ამბობს მონროს გამოსახულებაზე მსახიობი, - მერილინს თავად აწუხებდა პიროვნული გაორება. არ მინდა, ეს უარყოფითი ენერგია ჩემს ცხოვრებაში მოვიზიდო”.
ორი წლის წინ გერმანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ფოქსი სრულიად საპირისპიროს აცხადებდა. მისი თქმით, ტატუ ყოველთვის ახსენებს, რომ კინოინდუსტრიის სირთულეებმა არ უნდა შეაფერხონ მისი შემოქმედება.
მომზადებულია eonline.com-ის მიხედვით.