ნიკოლას ქეიჯს წარსულში ორეული ჰყოლია

ნიკოლას ქეიჯს წარსულში ორეული ჰყოლია

ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში მცხოვრებმა კოლექციონერმა, ჯეკ მორდმა eBay-ს აუციონზე გასაყიდად აშშ-ის სამოქალაქო ომის დროინდელი ფოტო გამოიტანა - ფოტოზე მამაკაცია გამოსახული, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავს ნიკოლას ქეიჯს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.

ლოტის საწყისი ფასი მლნ დოლარია. ინტერნეტ-აუქციონზე განთავსებულ სურათს მინაწერი აქვს: "1870-იანი წლების ორიგინალი. ადამიანი, რომელიც ნიკოლას ქეიჯს ჰგავს".

4/2,5 სმ ზომის ფოტოზე მამაკაცია გამოსახული, რომელიც, დაახლოებით, 1870-იან წლებში ბრისტოლში ცხოვრობდა, მისი სახელი და გვარი უცნობია.

ამასთან, მორდი ირწმუნება, რომ ფოტო ასპროცენტიანი ორიგინალია და ღირებულებასაც მას სწორედ ეს სძენს. "ეს გაყალბებული დოკუმენტი არ არის, არც ფოტოშოფით ან მსგავსი პროგრამებით მანიპულაცია", - აცხადებს მორდი.

ფოტოს მფლობელი უკვე დიდი ხანია კოლექციონერია. eBay-ზე მორდის პერსონალურ მონაცემებში აღნიშნულია, რომ მას განსაკუთრებით ვინტაჟი და ვიქტორიანულ ეპოქასთან დაკავშირებული ნივთები უყვარს.

მომზადებულია Life News-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება