ლარს ფონ ტრიერი დანიის პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა

ლარს ფონ ტრიერი დანიის პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა

ცნობილი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი დანიის პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა, რომელიც კინორეჟისორის მიერ ჰიტლერთან დაკავშირებით გამონათქვამებს ეხება.

როგორც უცხოური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, საქმეს საფრანგეთის პროკურატურა იძიებს, რომელიც ცდილობს გაარკვიოს დაარღვია თუ არა რეჟისორმა კანის კინოფესტივალზე გაკეთებული განცხადებით საფრანგეთის კანონმდებლობა. საფრანგეთის კანონმდებლობით, სამხედრო დანაშაულებების მიმართ აღფრთოვანება იკრძალება.

2011 წლის მარტში ლარს ფონ ტრიერმა თავისი კინოფილმის "მელანქოლიის" განხილვისას განაცხადა, რომ ის ჰიტლერის მიმართ სიმპატიითა განმსჭვალული. "მე მას კარგ ბიჭს ვერ დავარქმევდი, მაგრამ მე ჰიტლერის გაგება შემიძლია, ცოტა სიმპატიითაც ვარ მის მიმართ განწყობილი. ოქეი, მე ნაცისტი ვარ", - განაცხადა ლარს ფონ ტრიერმა. მოგვიანებით, რეჟისორმა ამ გამონათქვამს ხუმრობა უწოდა და ბოდიში მოიხადა, მაგრამ ფესტივალის ორგანიზატორებმა რეჟისორი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

მიუხედავად ამისა, მისი ფილმი ფესტივალიდან არ მოხსნეს, უფრო მეტიც, ფილმმა ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მთავარი პრიზი მოიპოვა.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება