ემა უოტსონი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტია

ემა უოტსონი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტია

ემა უოტსონი ბრაუნის უნივერსიტეტიდან წასვლის შემდეგ, სწავლას ოქსფორდის უნივერსიტეტში აგრძელებს.

ცოტა ხნის წინ, "ჰარი პოტერის" ვარსკვლავს, შემოდგომის სასწავლო სემესტრი დაეწყო. ამ თარიღთან დაკავშირებით, ემამ სოციალური ქსელ "ტვიტერის" პერსონალურ გვერდზე თავისი ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომელზეც ხელში წიგნები უჭირავს.

ემამ ფოტოსურათს კომენტარიც დაურთო: "ყველას, ვისაც სასწავლო წელი დაეწყო, წარმატებას ვუსურვებ. შესაძლოა, ცოტა ხნით ჩემს შესახებ ვეღარაფერი გაიგოთ, რადგან სწავლას სერიოზულად ვეკიდები. იმედი მაქვს, ჩემი ახალი ფილმი - "მერილინ მონროს 7 დღე და ღამე" მოგეწონებათ. სიყვარულით, ემა".

მომზადებულია celebrity-gossip.net-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება