რატომ დატოვა ნანი ბრეგვაძემ "ქეთო და კოტე"?

რატომ დატოვა ნანი ბრეგვაძემ "ქეთო და კოტე"?

ნანი ბრეგვაძის მუსიკალური სპექტაკლ ”ქეთო და კოტედან” გაუჩინარების შესახებ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი ინფორმაცია გავრცელდა. მავანი ქართული ესტრადის დედოფლის სპექტაკლიდან წასვლას ტექნიკურ ხარვეზებს უკავშირებდა.

"ამბები.გე" ვითარების გასარკვევად ნანი ბრეგვაძის შვილს, მომღერალ ეკა მამალაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა სპექტაკლში არსებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაცია, თუმცა აღნიშნა, რომ ნანიმ სპექტაკლში მონაწილეობაზე უარი გასტროლების გამო თქვა.

- რატომ აღარ მონაწილეობს ნანი ბრეგვაძე "ქეთო და კოტეში"?

- გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნანი ტექნიკური ხარვეზების გამო აღარ მონაწილეობს ამ სპექტაკლში სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა სპექტაკლში უამრავი ტექნიკური ხარვეზი მართლაც არის. მაგალითად, მიკროფონები და სარკეებიანი კაბა. ამ კაბას რესტავრაცია ესაჭიროება, თუმცა ნანიმ სპექტაკლი სხვა მიზეზით დატოვა.

- და რა არის ეს მიზეზი?

- ნანის ყარაგანდაში სოლო კონცერტი დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი, ერთხელ უკვე გადადო და მეორედ აღარ შეიძლებოდა. ამიტომ დროებით "ქეთო და კოტეს" დატოვება მოუწია.

- ქალბატონი ნანის ნაცვლად ვინ იმღერებს?

- ნანის დუბლიორი არ ჰყოლია. საუბარი იყო იმაზეც, რომ მე მემღერა დედას პარტია, თუმცა მერე რატომღაც გადაწყდა, რომ ეს როლი ლელა წურწუმიას შეესრულებინა. თუმცა მქონდა სურვილი, მე მემღერა.

- დუბლიორები სხვა მომღერლებსაც ჰყავთ?

- ვინც სპექტაკლშია დაკავებული, ყველა მომღერალს აქვს დამოუკიდებელი კონცერტები, ამიტომ დუბლიორები გახდა საჭირო. ნინო ქათამაძის დუბლიორი ჩემი ქალიშვილი ნატალია ქუთათელაძეა. ნინო ანანიაშვილსაც მოუძებნეს დუბლიორი. ლადო ათანელს უკვე 5 დუბლიორი გამოუცვალეს.

- როდის დაუბრუნდება ნანი "ქეთო და კოტეს"?

- 3-10 იანვარს "ქეთო და კოტეს" საახალწლო წარმოდგენები გაიმართება, სადაც მაყურებელი ისევ ნანი ბრეგვაძეს იხილავს. მერე კი უკვე დიდი დასვენება მოუწევს სპექტაკლს ზაფხულამდე.

- და ამ დასვენების მიზეზი ტექნიკური ხარვეზების მოწესრიგებაა?

- დიახ, სპექტაკლს ბრიტანელი ხმის რეჟისორი ჰყავს. ისიც ჩამოვა, დაიწყება ტექნიკური ხარვეზების მოგვარება. მიკროფონები შეიცვლება უკეთესით და უკვე ზაფხულში კვლავ დაიწყება "ქეთო და კოტე".

- საკუთრივ თქვენ რა შემოქმედებითი გეგმები გაქვთ?

- თებერვალში თბილისის საკონცერტო დარბაზში შემოქმედებით საღამოს გავმართავ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება