სომეხი წარმოშობის ეპატაჟურმა ტელეწამყვანმა კიმ კარდაშიანმა მთიანი ყარაბაღის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო ტელემარათონი სოციალური ქსელით "დააპიარა" და მის მომხმარებლებს შემოწირულობის გაღებისკენ მოუწოდა.
"ტელემარათონ 2011-თვის შემოწირულობის გასაღებად ცოტა დრო გაქვთ, მე უკვე ვრეკავ," - დაწერა კარდაშიანმა "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე. საბოლოოდ, 24-საათიანი მარათონის შედეგად, 12 მლნ დოლარზე მეტი შეგროვდა.
ტელემარათონი ლოს-ანჟელესიდან თანამგზავრისა და საკაბელო არხების საშუალებით გადაიცემოდა. ღონისძიება სომხური ფონდის "აიასტანის" ორგანიზებით ჩატარდა.
მომზადებულია news.am-ის მიხედვით.