ახალი სკულპტურის - "კვერცხებზე შედგმული შლოპანცების" შემდეგ ბათუმში, იუსტიციის სახლის პირდაპირ, თამარ კვესიტაძის მორიგი ქანდაკება დაიდგმება.
ქანდაკება უკვე მზად არის და მისი სახელწოდებაა "როტაცია". ეს ნამუშევარი ვენეციის ბიენალეზეც იყო წარდგენილი, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი მეუღლესთან ერთად სტუმრობდა. ახალი ქანდაკება, "ალი და ნინოს" მსგავსად, მოძრავი იქნება, თამარ კვესიტაძემ თავის ნამუშევარში ადამიანის სახე წარმოადგინა, რომლის ემოციებიც სხვადასხვა განზომილებაში იცვლება.
მასალად გამოყენებულია ლითონი და შუშა. ქანდაკებისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა ორჯერ გამოეყო ბათუმის მერიას, ერთხელ - 465 ათასი და მეორედ - 400 ათასი ლარი. "როტაცია" ბათუმში, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიდგმება.
თამარ ბოჭორიშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)