შორენა ბეგაშვილი ცნობილი ბუკმეკერული კომპანიის სახე გახდა

შორენა ბეგაშვილი ცნობილი ბუკმეკერული კომპანიის სახე გახდა

ცნობილი ქართველი მსახიობი შორენა ბეგაშვილი დსთ-ს სივრცეში მოქმედი ერთ-ერთი ბუკმეკერული კომპანიის  სარეკლამო სახე გახდა. კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სპორტულ თამაშებზე ფსონების დადებას სთავაზობს, ბეგაშვილი ერთი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს.

სარეკლამო კამპანიის ფარგლებში უკვე მომზადდა ფოტოსესია და ვიდეო-რგოლი. შორენას ფოტოებით გაფორმებული ბანერები ბეჭდვით საშუალებებსა და ინტერნეტ-გვერდებზეც გამოჩნდება.

ეს ყოფილ საბჭოთა სივრცეში ყველაზე პოპულარული ბუკმეკერული კომპანიაა. მას ოფისი საქართელოშიც აქვს.

2012 წლის სახედ კომპანიამ ბეგაშვილი მისი სკანდალური იმიჯის გამო შეარჩია. მსახიობის ფოტოები საქართველოში გამოცემული Playboy-ს პირველივე ნომრებში მოხვდა. მსახიობი ეროტიკული შინაარსის ტელეპროექტის, ”ღამე შორენასთან” წამყვანი იყო.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება