ჯენიფერ ლოპესი სილამაზეს ცეკვით ინარჩუნებს

ჯენიფერ ლოპესი სილამაზეს ცეკვით ინარჩუნებს

ჯენიფერ ლოპესის ტანადობა - Viva latino!

როდესაც ჯენიფერ ლოპესს ჰკითხეს, თუ როგორ ინარჩუნებს ფიგურას, პასუხი მოკლე იყო - ლათინოამერიკული ცეკვები. მისი აზრით, ლათინოამერიკული ცეკვები იდეალური ვარჯიშია, რომელიც ფიტნესზე ეფექტურად მოქმედებს. იდეალურად რომ გამოიყურებოდე, კვირაში მინიმუმ სამჯერ, ორი საათი უნდა ივარჯიშო და ასი პროცენტით დაიხარჯო.

გარდა ამისა, ჯენიფერ ლოპესი ყოველ დილას ნახევარი საათი დარბის. "ეს ქალაქის გაღვიძების დროა, შენც მასთან ერთად იღვიძებ, მისი ენერგიით იმუხტები და ახალი დღისთვის ემზადები", - ამბობს მომღერალი.

ჯენიფერ ლოპესის დიეტა არ არსებობს

ჟურნალებსა და ინტერნეტში მრავლადაა დიეტები, რომლებსაც მის სახელს მიაწერენ. მაგრამ ჯეილოს დიეტები არ არსებობს. უფრო მეტიც, ის დიეტების წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ მათ მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს. მისი მენიუ შეიცავს თევზს, ახალ ხორცს, სეზონურ ბოსტნეულსა და ხილს. მნიშვნელოვნია ულუფა, თუ გინდა იყო ჯანმრთელი და კარგად გამოიყურებოდე, თავს დაუწესე გარკვეული შეზღუდვები, რომ შეჭამ ამდენს და არც ერთი გრამით მეტს.

ჯენიფერ ლოპესი აღიარებს, რომ ხანდახან თავს თავისუფლების საშულებას აძლევს, ტკბილეულს და ჰოთ-დოგს მიირთმევს, მაგრამ მეორე დღეს განტვირთვას იწყობს. "პროფესია ფორმაში ყოფნას მოითხოვს", - აღნიშნავს ვარსკვლავი.

ჯენიფერ ლოპესის კაბები

კაბების მოდის მიხედვით ამორჩევა შეცდომაა, - მიაჩნია მსახიობს. "ჩაიცვი ის, რაც გიხდება. კაბამ ხაზი ქალურობას უნდა გაუსვას." ლოპესი უფორმო კაბებს არ აღიარებს - "მართალია ისინი მოდურია, მაგრამ სხეულს ამახინჯებს. კაბამ სხეულის ნაკლი უნდა დაფაროს, დღეს, კაბის იმდენი მოდელი არსებობს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია ამოირჩიოს ის, რაც მას უხდება".

ჯენიფერ ლოპესის თმის სილამაზის საიდუმლო ლუდშია

შემსრულებელი თვლის, რომ თმა მისი სიამაყეა. თმაც ჩვენი სხეულის ორგანოა, რომელსაც მოვლა-გაფრთხილება სჭირდება. "თმის სილამაზე დამოკიდებულია ნიღბებზე რომლებსაც ვიყენებთ, ვიტამინებზე რომლებსაც ვსვამთ და დალაქზეც კი რომელთანაც თმას ვიჭრით", - აღნიშნავს მომღერალი.

ცნობილია, რომ ჯენიფერი თმის ბზინვარებისთვის ლუდს იყენებს.

როგორ გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად

"შესაძლებელია ოცი წლისამ თავი უფრო მოხუცად იგრძნოს, ვიდრე ორმოცისამ, ეს გონების და სულის ახალგაზრდობაა, სახეზე გაწერია, რამდენი კოსმეტიკა ან ბოტოქსიც არ უნდა გაიკეთო".

ფიზიკური ახალგაზრდობა დამოკიდებულია ფიზიკურ აქტივობაზე. მიჰყევი ჯანმრთელი ცხოვრების წესს, არ ჭამო ის რაც ქიმიას შეიცავს, სვი ბევრი წყალი, ხშირად იცურავე, გაუფრთხილდი კანს, სახისთვის და სხეულისთვის ნატურალური ნიღბები გაიკეთე. "მაშინ ხარ ახალგაზრდა, თუ თავს ახალგაზრდად მიიჩნევ", - ამბობს მომღერალი.

მომზადებულია edinstvennaya.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება