2011 წლის ყველაზე სექსუალურები საქართველოში

2011 წლის ყველაზე სექსუალურები საქართველოში

ჟურნალ "ბომონდისა" და ინტერნეტსაიტ ”მარაო-ჯი”-ს გამოკითხვა დასრულდა, "რეიტინგმა" კი შედეგების გამოქვეყნება ბევრს დაასწრო.

შეგახსენებთ, რომ მთელი ორი თვის განმავლობაში "პალიტრა მედიის" თითქმის ყველა საიტზე იყო განთავსებული ბანერი, რომლითაც ხმას აძლევდით, თქვენი აზრით, ყველაზე სექსუალურ ქალსა და მამაკაცს საქართველოში. ყველაზე საინტერესო ამ გამოკითხვაში კი ის გახლდათ, რომ მსურველს თავად შეეძლო სასურველი კანდიდატურის დასახელება და არ ირჩევდა რედაქციის მიერ შეთავაზებული ცნობილი სახეებიდან. გარდა ამისა, დღეში მხოლოდ ერთი ხმის დაფიქსირება იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ამ გამოკითხვას სამართლიანად ექნება პრეტენზია ობიექტურობაზე. სხვათა შორის, დასახელდა 106 ქალი და უფრო მეტი, 114 მამაკაცი, ქალბატონებს შორის უფრო მეტი დამთხვევა იყო, ვიდრე მამაკაცებს შორის, ასე რომ, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა შორის უფრო მეტი ადამიანი ამიტომაც გამოიკვეთა.

ორი თვის შემდეგ, ზუსტად საახალწლოდ, რეიტინგის გამოქვეყნების დროც დადგა. პირველადგილოსნებად შორენა ბეგაშვილი და ბერა ივანიშვილი დასახელდნენ. წლის სექსუალურთა ათეული ქალბატონებს შორის შემდეგნაირად გამოიყურება:

10. ვერა ქობალია

9. სალომე ღვინიაშვილი

8. ლალი მოროშკინა

7. ნუკი კოშკელიშვილი

6. ია ფარულავა

5. ნანკა კალატოზიშვილი

4. სოფო ნიჟარაძე

3. თიკა ფაცაცია

2. მაკა ასათიანი

1. შორენა ბეგაშვილი

მამაკაცების სია კი ასეთია:

10 ნიკა თავაძე

9. ნიკო ბერიძე

8. ზაზა გაბუნია

7. კახი კალაძე

6. ანრი ჯოხაძე

5. ზაალ უდუმაშვილი

4. ირაკლი ალასანია

3. ზურა ყიფშიძე

2. რატი დურგლიშვილი

1. ბერა ივანიშვილი

რა განსაზღვრავს იმას, არის თუ არა ქალი ან მამაკაცი სექსუალური? ძველად ევროპაში სექსუალურობის გამომხატველებად კურტიზანი ქალები მიიჩნეოდნენ, რომლებიც არა მხოლოდ გარეგნულად უნდა ყოფილიყვნენ მომხიბვლელნი, არამედ შესაბამისი განათლება უნდა ჰქონოდათ, სცოდნოდათ ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ა.შ. მათ მამაკაცი, პირველ რიგში, საკუთარი პერსონით უნდა მოეხიბლათ. ასეთივე მიდგომა ჰქონდათ აღმოსავლეთშიც, მაგალითად, იაპონიაში გეიშებს საუკეთესო განათლებას აძლევდნენ. გეიშას ზოგჯერ ერთი მამაკაცი მთელი ცხოვრების განმავლობაში უზრუნველყოფდა ფინანსურად. ეს ქალბატონები მიიჩნეოდნენ ხელოვნების საუკეთესო მცოდნეებად. მამაკაცებს კი ყველა დროში სექსუალურობას ვაჟკაცური ქცევა და სამხედრო მიღწევები ანიჭებდა.

დრო შეიცვალა. 21-ე საუკუნის მსოფლიოში სექსუალურობა ძირითადად გარეგნული ფაქტორით განისაზღვრება. სწორედ ამიტომაც იმატა მკერდისა და ტუჩების პლასტიკურმა ოპერაციებმა... ყველა ქალბატონს სურს, ანჯელინა ჯოლის ტუჩები ან მონიკა ბელუჩის მსგავსი მკერდი ჰქონდეს. ძნელია იმის თქმა, რა განსაზღვრავს ქართველებისთვის სექსუალურობას, მით უმეტეს, როდესაც ათეულს გადავავლებთ თვალს. ამიტომ შესაფასებლად ფსიქოლოგს მივმართეთ.

ნინო ქვარიანი:

- ადრე საქართველოში სექსუალურობა შეურაცხმყოფელ ეპითეტად მიიჩნეოდა, ახლა კი პირიქითაა. ზოგადად სექსუალურობა, რა თქმა უნდა, კომპლიმენტია. ჩემი აზრით, ეს მისასალმებელი ეპითეტია.

რა განსაზღვრავს სექსუალურობას? უამრავი ფაქტორის ერთობლიობა - დახვეწილობა, ტემპერამენტი, გარეგნობა, ყველაფერი ერთად, თუმცა როცა სოციუმი სექსუალურად გაფასებს, ეს, პირველ რიგში, შენი იმიჯიდან გამომდინარეობს. მაგალითად, შორენა ბეგაშვილმა ამგვარი იმიჯი დაიმკვიდრა და ამიტომაც მოექცა სიის სათავეში. თუმცა მასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მსმენია, ზოგი მიიჩნევს მას სექსუალურად, ზოგისთვის კი საერთოდ არ არის სექსუალური.

რაც შეეხება პირველ ადგილს მამაკაცებში - აქ ძნელია ზღვრის გავლება, რადგან ბერას ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და სწორედ ამიტომ მას ნებისმიერ გამოკითხვაში მისცემენ ხმას. ნებისმიერ კარგ ეპითეტს გაიმეტებენ მისთვის. როცა თინეიჯერს კერპი ჰყავს, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე. რადგან ასე შეაფასეს, ე.ი. მის მიმართ დადებითი განწყობა აქვთ.

- გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს?

- რასაკვირველია. ანჯელინა ჯოლი სექსუალური ქალია, თუმცა მას არც დეკოლტე აცვია და არც მინიკაბით გვინახავს ოდესმე. მისგან კონკრეტული ენერგეტიკა მოდის. აი, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორი ენერგია მოდის ქალისა და მამაკაცისგან. შინაგანი ლიბიდო, რომელიც მეტწილად განსაზღვრავს სექსუალურობას.

რაც შეეხება უცხოეთს და იქაურ გამოკითხვებს - განვლილი წლის განმავლობაში სხვადასხვა ჟურნალს თავისი რჩეული ჰყავდა ამ მხრივ. მაგალითად, მამაკაცების ჟურნალ THM-ის ვერსიით, წლის ყველაზე სექსუალური ქალი მსახიობი მარისა მილერია, რომლის ფოტოც ჟურნალის ყდაზე გვაქვს გამოქვეყნებული. ხოლო ჟურნალმა მენ"ს ჰეალტჰ-მა წლის ყველაზე სექსუალური ქალბატონის ტიტული ასევე მსახიობ ჯენიფერ ლოურენსს მიანიჭა. ამის შესახებ დაწვრილებით იხილეთ სტატია "რეიტინგის" ამავე ნომრის 90-ე გვერდზე.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება