ხულიო იგლესიასი 300 000 დოლარად მღერის

ხულიო იგლესიასი 300 000 დოლარად მღერის

ცნობილი ესპანელი მომღერალი, ხულიო იგლესიასი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კონცერტი ბათუმში გამართა, სასამართლოში ჩივის. საბედნიეროდ, უფროსი იგლესიასი არა საქართველოს, არამედ ჩრდილოეთ კვიპროსის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას (TRNC) ედავება. განრისხებული მომღერალი კვიპროსს ჩაუტარებელი კონცერტისთვის 10 მლნ ევროს კომპენსაციას სთხოვს.

საქმე ის არის, რომ იგლესიასის პრომოუტერმა კომპანიამ კონცერტის ჩატარების შესახებ კონტრაქტს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკასთან მოაწერა ხელი. ეს რესპუბლიკა კი თვითაღიარებულია და მომღერალი ასეთ საეჭვო პოლიტიკურ სუბიექტებთან ხელშეკრულებებს არ დებს.

ამ სკანდალში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კონცერტის ორგანიზატორებმა იგლესიასს მისთვის წინასწარ გადახდილი ჰონორარის უკან დაბრუნება მოსთხოვეს. ჰონორარმა 300 000 დოლარი შეადგინა.

თავის დროზე ქართველ ჟურნალისტთა დიდი ნაწილი ამაოდ ცდილობდა შეეტყო, რამდენი გადაუხადეს იგლესიას-უფროსს ბათუმში გამართული კონცერტისთვის. კომპანია "ისთერნ პრომოუშენის" მარკეტინგის დირექტორი კახა კანდელაკი აცხადებდა, რომ მომღერლის ჰონორარი, კონტრაქტის პირობების თანახმად, გასაიდუმლოებული იყო.

ერთი სიტყვით, არაღიარებულ კვიპროსთან სკანდალის შემდეგ ნათელი ხდება, საშუალოდ, რამდენს მოითხოვდნენ ქართული მხარისგან იგლესიასის პრომოუტერები.

ასევე ირიბი გზებით შეიტყო ქართულმა საზოგადოებამ "აგვისტოს 5 დღის" პრემიერაზე საქართველოში ჩამოსული ჰოლივუდის ვარსკვლავის, შერონ სტოუნის სავარაუდო ჰონორარი, რომლის ოდენობაც ქართული პრესისთვის მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. რუსული მედიასაშუალებები წერენ, რომ სტოუნი, რომელიც მოსკოვში მაღალჩინოსნების ორგანიზებით მოწყობილ სხვადასხვა საქველმოქმედო და საიუბილეო ღონისძიებებს ესწრება, 250 000 დოლარს იღებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება