პრესამ კარლა ბრუნის წარსული გაუხსენა

პრესამ კარლა ბრუნის წარსული გაუხსენა

პრესა კარლა ბრუნის "ძველ ცოდვებს" უხსენებს და საფრანგეთის პირველი ლედის შიშველ ფოტოებს კიდეც ერთხელ აქვეყნებს.

კარლა ბრუნისა და მედიასაშუალებებს დიდი ხანია კონფლიქტი აქვთ. პრესა პირველ ლედის არასდროს სწყალობდა. ამის მიზეზი მისი სამოდელო ბიზნესია. გარდა ამისა, კარლას განსაკუთრებით აღიაზიანებდა მიკ ჯაგერთან ურთიერთობის შესახებ დასმული შეკითხვები. პრესა პირველ ლედის საკმაოდ სუსტ მუსიკალურ მონაცემებსაც უწუნებდა.

”გაზეთებს ვერ ვენდობი, ჩემს შესახებ ისეთი დაუჯერებელი ინფორმაციები წამიკითხავს, სხვის შესახებ დაწერილიც აღარ მჯერა", - განაცხადა ახლახან საფრანგეთის პირველმა ლედიმ ცნობილ ჟურნალისტ, კრისტინ ოკრენტთან ინტერვიუში.

ისიც საგულისხმოა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ახალდაბადებული შვილის ფოტო, მასმედიაში დღემდე არ მოხვედრილა. ბრუნიმ ჯერ კიდევ მშობიარობამდე განაცხადა, რომ არ გაიმეორებდა შეცდომას, რომელიც მან პირველი შვილის შემთხვევაში დაუშვა.

ახლა მედიასაშუალებები რევანშის აღებას ცდილობენ - ისევ აქვეყნებენ პირველი ლედის შიშველ ფოტოსურათებს, რომელიც კარლას სამოდელო ბიზნესში მუშაობის დროს აქვს გადაღებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია re-actor.net-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება