გასულ კვირას ქეთა თოფურია თბილისში ჩამოვიდა. მომღერალი ვალენტინობის დღეს რამდენიმე რადიოს ესტუმრა და სწორედ ამ დროს მოვახერხეთ მასთან ინტერვიუს ჩაწერა. როგორც ქეთამ გვითხრა, ებრაელ მილიონერზე, 37 წლის ლევ გეიხმანზე, ფაქტობრივად, გათხოვილია და უკვე მზადაა, რომ საყვარელ მამაკაცს შვილიც გაუჩინოს.
- ქეთა, უკვე რამდენიმე დღეა თბილისში ხარ. ამჯერად მშობლიურ ქალაქში ჩამოსვლის მიზეზი რა არის?
- მომენატრა საქართველო და მეგობრები. ერთი კვირა მქონდა თავისუფალი დრო. ამ ყველაფერს ისიც დაემთხვა, რომ დედაჩემი მოდიოდა თბილისში და ასეთი შანსი ხელიდან არ გავუშვი, მე და დედა ერთად ჩამოვედით.
- ბევრ გადაცემაში გიწვევენ და როგორც ინტერვიუმდე მითხარი, ამ ყველაფერმა ბავშვობის წლები გაგახსენა...
- დიახ, მინდა დიდი მადლობა გითხრათ ჟურნალისტებს, რომ ბავშვობაში დამაბრუნეთ.
- დღეს ვალენტინობაა. ეს დღე როგორ აღნიშნე?
- სიყვარულის დღე ვერანაირად ვერ აღვნიშნე, რადგან ჩემი ვალენტინი საქართველოში არ იმყოფება. ვალენტინობა ტელეფონით მივულოცეთ ერთმანეთს. მგონი, ესეც საკმარისი იყო (იცინის).
- გავიგე, ეს დღესასწაული არ გყვარებია, რატომ?
- რატომღაც ამ დღეს ვერ აღვიქვამ დღესასწაულად. ბავშვობიდან ჩემთვის ყველაზე დიდი და საყვარელი დღესასწაული აღდგომაა.
- რადგან სიყვარულის დღე ამჯერად მარტო ტელეფონით მიულოცე საყვარელ ადამიანს, მოგვიანებით აპირებ, სიურპრიზი გაუკეთო?
- რა ვიცი, მოვიფიქრებ, მაგრამ სანამ მე ჩავალ მოსკოვში, ვალენტინობა ჩაივლის და რაღა აზრი ექნება სიურპრიზს?
- მე კი მგონია, რომ შენი საყვარელი ადამიანი აუცილებლად გაჩუქებს რამეს სიყვარულის დღესთან დაკავშირებით...
- ვნახოთ, იმედია. ასეთ შემთხვევაში მეც მოვუწყობ სიურპრიზს (იცინის). თუ ლიოვა რამეს მაჩუქებს, მერე მეც მომიწევს მისთვის საჩუქრის გაკეთება. მაგრამ ვალენტინობის აღნიშვნა ორივეს გვავიწყდება ხოლმე, ერთმანეთს უფრო დაბადების დღეებზე ან ახალ წელს ვუძღვნით საჩუქრებს.
- დაოჯახებას როდის გეგმავთ?
- სულ მეკითხებიან, როდის თხოვდებიო. გათხოვებას ხალხი მაინცდამაინც დაქორწინებას ეძახის. მე ქორწილი არ მექნება, ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. ქორწილი, ფაქტობრივად, მუშაობაა, ყველას ყურადღება უნდა მიაქციო, შენ ვერ ერთობი და იღლები. თუ გადავიხდით ქორწილს, ძალიან ვიწრო წრეში გავაკეთებთ ამას. სხვა კუთხით თუ შევხედავთ ჩემი და ლიოვას ურთიერთობას, შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტობრივად, გათხოვილი ვარ.
- მოსკოვში ერთად ცხოვრობთ?
- ხან დედაჩემთან და ხან მასთან ვცხოვრობთ. დედაჩემს სულ მარტო ხომ არ დავტოვებთ?
- თუ ქორწილს ვიწრო წრეში გადაიხდი, შენი მეჯვარე ვინ იქნება?
- მეჯვარე ვერავინ ვერ იქნება, ჩვენ სხვადასხვა რელიგია გვაქვს. ის ებრაელია, მე - მართლმადიდებელი, ჯვარს ვერ დავიწერთ.
- ხელისმომკიდე ვინ იქნება?
- არც ეგ ვიცი. ჩვენი ურთიერთობის გაოფიციალურება არ მინდა.
- ებრაელი მილიონერის ოჯახმა როგორ მიიღო გადარეული ქართველი გოგონა?
- (იცინის) კარგად. ლიოვას ძალიან კარგი მშობლები ჰყავს, რომლებთანაც გადასარევი ურთიერთობა მაქვს. პრინციპში, ცუდად რატომ უნდა მივეღე, ცუდი გოგო ნამდვილად არ ვარ (იცინის).
- რელიგიის გარდა ალბათ სხვა ბევრ რამეზე გაქვთ განსხვავებული შეხედულებები...
- არა, ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ხანდახან, ერთად რომ გვხედავენ ჩვენი მეგობრები, გვეუბნებიან, და-ძმას ჰგავხართო.
- ებრაელებს განსხვავებული სამზარეულო აქვთ. როგორ შეეგუე მათ კერძებს?
- შარშანწინ ისრაელში ვიყავით და ძალიან მოვიხიბლე მათი სამზარეულოთი. თვითონაც ბრძანდებოდა საქართველოში და თავადაც მოხიბლულია ჩვენი კერძებით. მოსკოვში მეგობრებთან ერთად ქართულ რესტორნებში ხშირად დადის. მე კი სამზარეულოში არაფრის კეთება არ მეხერხება. სამზარეულოში ფუსფუსის დროც არ მაქვს და სახლშიც იშვიათად ვჭამ. დილით რომ ვიღვიძებთ, ის თავის საქმეებზე გარბის, მე ჩემს საქმეებზე გავრბივარ. შინ გვიან ვბრუნდებით და სულ რესტორნებში გვიწევს ჭამა.
- მისი გულის მოსაგებად რომელიმე ებრაული კერძის მომზადება არ ისწავლე?
- მოსკოვშია დაბადებული და გაზრდილი. ვერ ვიტყვი, რომ ებრაული კერძები განსაკუთრებით უყვარს, თან მისი გულის მოგებას კუჭზე გავლით არ დავიწყებ. უნდა ვუყვარდე ისეთი, როგორიც ვარ. მეც ის ისეთი მიყვარს, როგორიც არის და ერთმანეთის გულის მოგება საჭირო არაა.
- სიმღერა თუ ეხერხება?
- კარაოკეზე თუ მივდივართ ან ვინმეს დაბადების დღეა, დავათრობთ ხოლმე და ვეუბნებით, იმღერეო. საოცრად კარგად მღერის. ერთ-ერთი კარაოკეს თანამფლობელია. ერთხელ, როცა ჯერ მხოლოდ ვმეგობრობდით და ფლირტის პერიოდი გვქონდა, თავის კარაოკეში დაგვპატიჟა მე და ჩემი მეგობრები. ვეღადავებოდი, იმღერე-მეთქი და არაა პრობლემაო, მითხრა. ვიფიქრე, ფარდის უკან ვინმე დგას და მის მაგივრად მღერის-მეთქი. გამოვართვი მიკროფონი, სიმღერა აღარ ისმოდა, მივეცი მიკროფონი და ისევ დაიწყო სიმღერა. ისე კარგად მღეროდა, თავიდან ვერც დავიჯერე, ფონოგრამა რომ არ იყო ჩართული.
- თავიდან, რუსეთში რომ წახვედი, ბევრს ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ რუსული ენა კარგად არ იცოდი. ახლა, როგორც ვხედავ, ქართულად ლაპარაკში ბევრ რუსულ სიტყვას იყენებ...
- სამწუხაროდ, ასეა. ვერ ვიტყვი, რომ ვერ ვლაპარაკობ ქართულად, მაგრამ მაღალფარდოვანი სიტყვები, ისეთი, როგორიც ტელევიზიას სჭირდება, უცბად თავში არ მომდის. სულ ჟარგონებით ვსაუბრობ, რაც არ არის მიზანშეწონილი. ხანდახან ჩემს ქართულ ინტერვიუებს რომ ვუყურებ, მრცხვენია იმის გამო, რომ სისულელეებს ვლაპარაკობ. ეს კი იმის ბრალია, რომ ქართულად მაღალფარდოვანი სიტყვები ბევრი არ ვიცი.
- როგორც გავიგე, ქართველ ჟურნალისტებზე ნაწყენი ხარ?
- ჟურნალისტებზე ნაკლებად, უბრალოდ, ერთ გაზეთზე ვარ ნაწყენი. რამდენჯერმე ისეთი სიბოროტე დაიწერა, რომ მივხვდი, ბოროტი ჭორების გავრცელება სიამოვნებთ. ყველაფერში ცუდს ეძებენ, რომ თავისი გაზეთი გაყიდონ. მე მათ დონეზე არ დავალ, უბრალოდ მათ კომენტარს აღარ ვაძლევ.
- რომელ გაზეთს გულისხმობ?
- "პრაიმ თაიმს". პირადად მე იმ გაზეთის რედაქტორ ქალბატონს არ ვიცნობ, მაგრამ რომ გავიგე, ლალი მოროშკინამ რაც დამართა, ვთქვი, საღოლ ლალი-მეთქი. ლალის ადგილას მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი.
- მოსკოვში, კრემლის მოედანზე 9 მაისის კონცერტზე შენს სიმღერას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა თბილისში...
- მომღერლები აპოლიტიკური ხალხი ვართ. მაგიჟებს ის ფაქტი, რომ ქართველების უმრავლესობა, იმის მაგივრად, რომ რუსეთში ჩვენი წარმატება უხაროდეთ, ყველაფერში ცუდს ეძებენ. ისე გამოდის, რომ რუსეთში წასული ყველა მომღერალი მოღალატეა. ასე ნამდვილად არ არის. თუნდაც 9 მაისის კონცერტზე ჩემი გამოსვლა ავიღოთ. რატომ უნდა შეეფასებინათ ჩემი გამოსვლა უარყოფითად, ვერ ვხვდები. სამამულო ომში ბევრი ქართველი დაიღუპა. ცოტა თავი ხომ უნდა გაანძრიო, როცა მომღერალს ასეთ ბრალდებას უყენებ. დამირეკეს ჟურნალისტებმა და მითხრეს, უკაცრავად, ჩვენ რომ ასე გეკითხებით, მაგრამ "ზევით" გაკეთდა ისეთი შეფასებები, რომ საბჭოთა სიმღერა კრემლის წინ არ უნდა გემღერაო... "ზევით" რომ ვიკითხე, რა ხდება, გამარკვიეთ-მეთქი, მითხრეს, სულ არ გვაინტერესებს, სად იმღერებ, ძალიან გვიყვარხარ და არანაირი მოღალატე არ ხარო.
- მოსკოვში ალბათ ქართველები ხშირად იკრიბებით...
- მე მათ იშვიათად ვუერთდები, რადგან დრო არ მაქვს. ხანდახან ვხედავ ირაკლი ფირცხალავას, დათო ხუჯაძეს, მანანა თოდაძეს და თემურ თათარაშვილს. სამწუხაროდ, მათთან ურთიერთობას და მეგობრობას უფრო დედაჩემი ახერხებს, ვიდრე მე.
- როგორია შენი მოსკოვური ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე?
- თუ არ მაქვს კონცერტი, ვცდილობ, მთელი დღე მეგობრებთან ერთად გავატარო.
- თბილისში ჩამოსვლისთანავე ალბათ შეხვდი შენს ძველ მეგობრებს - ნინი ბადურაშვილს, ქრისტინე იმედაძეს, თაკო გაჩეჩილაძეს.
- ძალიან გამიხარდა, რომ დაემთხვა და სიყვარულის დღეს ნინისა და ქრისტინეს კონცერტი ჰქონდათ, სადაც თითქმის ყველა ჩემი მეგობარი შეიკრიბა. ყველას მივესიყვარულე, კარგად გავერთეთ და დავიშალეთ.
- ოთხი გოგონადან ყველაზე მეტად ჯერჯერობით შენ გაგიმართლა. როგორ ფიქრობ, ეს მხოლოდ შენი ნიჭის წყალობით მოხდა თუ მხოლოდ გამართლებაა?
- ამ საკითხთან დაკავშირებით ყველას სხვადასხვა ვერსია აქვს. მე ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე. ყველაფერი გამართლებაზეა. სამივე მშვენიერი მომღერლები არიან და არაჩვეულებრივად გამოიყურებიან. მათ გარდა სხვებიც ბევრნი არიან, რომლებიც ფანტასტიკურად მღერიან და მშვენიერი ფიზიკური მონაცემები აქვთ. მაგრამ იმ მომენტში ქალბატონ ნატო დუმბაძეს თავში მოუვიდა ქეთა თოფურია, იმიტომ, რომ ქეთა "ა-სტუდიოს" სიმღერას ქართულად მღეროდა. ნატომ იფიქრა, რომ რუსული შოუბიზნესის ბაზარს მე მოვუხდებოდი, რისთვისაც მისი მადლობელი ვარ.
- თქვი, რომ ქართველ ჟურნალისტებზე ცოტა ნაწყენი ხარ, თუმცა რუსულ პრესაში შენ გარშემო არანაკლებ დიდი სკანდალი იყო ატეხილი.
- რას გულისხმობ?
- შენს მკერდთან დაკავშირებით ბევრს წერდნენ. გადიდებული გქონდა თუ არა, რუსული პრესის განხილვის საგანი გახდა. ამ ამბებიდან დაიწყო ქართულ პრესაში შენი შეფასებებიც, წერდნენ, რომ წახვედი მოსკოვში და თამამად გაიხადე...
- მქონდა კონცერტი, სადაც მეცვა დეკოლტე. თან მაშინ ცოტა მოსუქებულიც ვიყავი (იცინის) და დაიწყეს ჩემს მკერდზე აქტიურად ლაპარაკი. გულახდილად გეტყვი, მე რომ მენახა ასეთ კაბაში გამოწყობილი მომღერალი, რომელსაც მკერდი ისე გამოუჩნდებოდა, როგორც მე მიჩანდა, ვიტყოდი, რომ ბუნებრივი არ აქვს და გაიდიდა. რა ვქნა, რა გავაკეთო, კარგი მკერდი მაქვს... ვინც ამ ყველაფერს წერდა, თვითონაც კარგად იცოდა, რომ მართალი არ იყო. სანამ დაიბეჭდებოდა, დამირეკეს და მითხრეს, დავწერთ, რომ მკერდი გაიდიდე, მერე რა მოხდა, ყვითელი პრესააო და მეც დავთანხმდი. ამაში ცუდი არაფერია, ყოველ ხუთ წუთში იწერება, მომღერლებმა და მსახიობებმა რა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს.
- შენი ჯგუფის პიარისთვის ალბათ კარგიც იყო ეს ჭორები...
- ჩვენს ჯგუფს ისეთი იმიჯი არ აქვს, რომ ძუძუებზე წერონ და ჩვენ ეს გვიხაროდეს. პრინციპში, ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ბუნებრივი მკერდი მაქვს.
- ანუ მხოლოდ ცხვირის ოპერაცია გაქვს გაკეთებული.
- ცხვირის ოპერაცია ორჯერ გავიკეთე. პირველად ძგიდე გავისწორე. ამის მიზეზი ის იყო, რომ ძალიან ცუდად ვსუნთქავდი. ვერ გეტყვით, რომ ახლაც ძალიან კარგად ვსუნთქავ. პირველი ოპერაციის შემდეგ, ეტყობა, ძალიან გავხდი და საშინლად არ მომწონდა ჩემი ცხვირი, საშინელი ფორმა მიიღო, მივუტანე ჩემი ბავშვობის ფოტო ექიმს და ვუთხარი, ასეთი ცხვირი მინდა-მეთქი. ახლა ნორმალური ცხვირი მაქვს.
- ხელებზე ბევრი ტატუ გაქვს, მათ რაიმე მნიშვნელობა აქვთ?
- მარცხენა ხელზე მაწერია "ჩემი ცხოვრება ჩემი ისტორიაა", ფეხზე მაწერია, "რაც არ მკლავს, ის მაძლიერებს". კისერზე ნოტები მაქვს ამოსვირინგებული. ზურგზე ხერხემლის დასაწყისში მზე მაქვს, რაც მეგობრობის ნიშანია.
- ერთ-ერთ რადიოინტერვიუში ისიც თქვი, რომ ბავშვს ელოდები...
- ეს ხუმრობა იყო. ბავშვს ჯერ არ ველოდები. გეგმაში, რა თქმა უნდა, გვაქვს შვილის გაჩენა. უკვე ვფიქრობ, რომ ცოტაც და მზად ვარ გავხდე დედა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვჩქარობ.
- ლიოვა გეიხმანს ადრე ჰყავდა ოჯახი?
- ჰყავდა "გრაჟდანსკაია ჟენა", რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და მისგან ჰყავს არაჩვეულებრივი 12 წლის გოგონა, რომელიც "კრასავიცაა". მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას სონეჩკა ჰქვია და ვგიჟდებით ერთმანეთზე.
- ე.ი. კარგი დედინაცვალი იქნები...
- დედინაცვალი ალბათ ვერ ვიქნები. ახალი თაობის ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ძალიან განვითარებულები არიან. სონიას რომ ვუყურებ, მახსენდება, რომ მე მის მსგავსად ვაზროვნებდი, როდესაც თექვსმეტი წლის ვიყავი. მისთვის, ალბათ, უფრო "პადრუჟკა" ვიქნები, ვიდრე დედინაცვალი.
- ალბათ გიფიქრია, ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! რომ გეყოლება, რას დაარქმევ?
- მინდა, რომ ჩემი მშობლების სახელი დავარქვა. ლიოვა მეუბნება, როგორც ინებებ, ისე იყოსო. თუ გოგონა დაიბადება, ნატალიას დავარქმევ, თუ ბიჭი - ანდროს. ჩემი შვილები ეროვნებით ებრაელები იქნებიან. რაც შეეხება რელიგიას, თავად აირჩევენ, რომ გაიზრდებიან.
- ჯგუფის სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
- გიგა კვენეტაძე მოსკოვში მოღვაწეობს. მან ძალიან ლამაზი და კარგი სიმღერა გადმომიგზავნა. ბიჭებს რომ მოვასმენინე, შოკში ჩავარდნენ, ისე მოეწონათ. ჩვენს ახალ ალბომში შევიტანეთ.
- საქართველოში "ა-სტუდიოს" ჩამოსვლა არ იგეგმება?
- საქართველოში ხალხს არ აქვს იმდენი ფული, რომ მოგვიწვიონ. ბოლოს, სამი წლის წინ ვიყავით ბათუმში. ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვთანხმდებით.
- ე.ი. "ა-სტუდიომ" საქართველოში რომ იმღეროს, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული?
- საქართველოსთვის ეს დიდი თანხებია. ხალხს იმდენი ფული არ აქვს, რომ სპონსორმა ჩვენი ჩამოყვანის თანხა ამოიღოს.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)