ვიქტორია ბექჰემი არასდროს გამოირჩეოდა ბედნიერი გამომატყველებით და პაპარაცებსაც მისი ღიმილის ამსახველი, სულ რამდენიმე ფოტო აქვთ, თუმცა ამ ბოლო დროს, დიზაინერი განსაკუთრებით დაღვრემილია. ამ თემაზე ვარსკლავმა Sunday Mirror-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი დაღლილობაა.
"თუ ხალხს უნდა ილაპარაკოს, რომ უბედური ვარ, დაე, ილაპარაკონ. სინამდვილეში ეს ასე არ არის და მათი ჭორების მოსმენის გარდა, უამრავი საქმე მაქვს. მე დავიღალე. მართლა ძალიან დავიღალე, მაგრამ ამასთან, ძალიან ბედნიერი ვარ. მეც, როგორც ყველა საქმიან ქალს, რომელსაც ბევრი შვილი ყავს, ძალიან მიჭირს" - განაცხადა დიზაინერმა.
ბექჰემმა აღიარა, რომ ახალ კოლექციაზე მუშაობამ, რომელიც ცოტა ხნის წინ წარაგდინა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე და თავის უმცროს შვილზე ზრუნვამ მას ძალები გამოაცალა.
"დიდი ხანია კარგად არ გამომიძინია. ჰარპერი გამუდმებით მაღვიძებს... როგორც ყველა ახალშობილის დედას, მეც მიწევს ღამით ადგომა და არ მინდა ამას გავექცე. არ დამიქირავებია ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამას ჩემს მაგივრად გააკეთებდა", - აღნიშნა ვიქტორიამ.
ის ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, ხოლო მისი კომპანია ლონდონშია. დროის სარტყელის გამო, მას თანამშრომლებთან კონტაქტი ღამის საათებში უწევს.
"წარმოუდგენლად დიდ დროს ვხარჯავ ჩემს თანამშრომლებთან Skype-ს მეშვეობით ურთიერთობისთვის", - აღნიშნა ვიქტორიამ.
თუმცა ვიქტორიას თავდადებამ უშედეგოდ არ ჩაიარა. მოდის კრიტიკოსებმა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე წარდგენილი ახალი კოლექცია დადებითად შეაფასეს. დევიდ ბექჰემმა კი აღიარა, რომ ტანსაცმლის დიზაინი მისი მეუღლის მოწოდებაა.
მომზადებულია Sunday Mirror-ის მიხედვით.