რიო-დე-ჟანეიროს კარნავალს ვარსკლავთა მთელი ტანდემი ესწრება. მათ შორის არის ლათინო-ამერიკელი მომღერალი ჯენიფერ ლოპესიც.
ჯენიფერი ბრაზილიას თავის 24 წლის საყვარელთან, კასპერ სმარტთან და მენეჯერთან, ებნი მედინასთან ერთად ესტუმრა. ვარსკვლავი რიოს ყოველწლიურ დღესასწაულს თვალყურს VIP ნომრიდან ადევნებდა.
მომღერალმა თავისი განწყობა ჩაცმის სტილშიც გამოხატა. ლოპესს ვიწრო, წითელი შარვალი, წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ასევე წითელი მაისური ეცვა.
ჯენიფერი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც კარნავალით თავი შეიქცია. ბრაზილიას ცნობილი და პოპულარული ჯგუფის Black Eyed Peas-ის სოლისტი, ფერჯიც ესტუმრა. მომღერალმა თავის კოლეგისგან განსხვავებით ცეცხლოვან წითელს, ყვითელი ფერის მაისური და შორტები ამჯიბინა. მით უფრო, რომ ბრაზილიაში ახლა სიცხე 30 გრადუსამდე აღწევს.
ფერჯი რიოში მხოლოდ დასასვენებლად არ ჩასულა, ის კარნავალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც გახდა. მოგვიანებით ვარსკლავმა რამდენიმე სიმღერაც შეასრულა.
რაც შეეხება მსახიობ შერონ სთოუნს, მან რიოს ქალაქი სალვადორი ამჯობინა, სადაც არანაკლებ მასშტაბური კარნავალი მიმდინარეობს. მსახიობმა არც კლუბებსა და ბარებზე თქვა უარი და მოგვიანებით მეგობრებთან ერთად გაერთო.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.