პოპ-ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი თხოვდება. მომღერლის მეგობრები ამბობენ, რომ ჯენიფერი მოცეკვავე კასპერ სმარტთან ქორწინებაზე სერიოზულად დაფიქრდა. პაპარაცების მიერ ამ დღეებში გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მომღერალი შესანიშნავად გამოყურება, თავს ბედნიერად გრძნობს და თვალები სიყვარულით უბრწყინავს. ეს ყველაფერი ახალგაზრდა კასპერის დამსახურებაა.
წყვილი ამჟამად რიო-დეჟანეიროში კარნავალს ესწრება. მათი გამოჭერა პაპარაცებს არ გაჭირვებიათ, ვინაიდან ისინი სოციალურ ქსელებში თავადვე წერენ, სად იმყოფებიან და დროს როგორ ატარებენ: "ახლახან ჩამოვედით რიოში. კარნავალის დროს აქ პირველად ვარ! მიყვარს ბრაზილია", - დაწერა ლოპესმა ”ტვიტერში”.
ქორწინება არც ისე შორსაა. როგორც ჩანს, ჯენიფერს არც ასაკობრივი სხვაობა აღელვებს (კასპერი მასზე 18 წლით უმცროსია) და არც კოლეგა ვარსკვლავების ნეგატიური გამოცდილება.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo