ანრი ჯოხაძე "ევროვიზიაზე" ძველ მეგობარს დაუპირისპირდება

ანრი ჯოხაძე "ევროვიზიაზე" ძველ მეგობარს დაუპირისპირდება

მუსიკალურ კონკურს "ევროვიზია - 2012"-ის საქართველოს შიდაშესარჩევ ფინალზე აზერბაიჯანის წარმომადგენელი, საბინა ბაბაევა საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. მან საკონკურსო პროგრამის დასრულების შემდეგ მაყურებლისთვის ერთი სიმღერა შეასრულა. ფინალში ბაბაევა ანრი ჯოხაძეს გულშემატკივრობდა - ანრი და საბინა დიდი ხნის მეგობრები არიან. ასეც მოხდა - გამარჯვება ანრის ხვდა წილად, რომელიც ბაქოში "ევროზიზიაზე" სიმღერით I'am joker გამოვა.

აზერბაიჯანელი მომღერალი და ანრი ჯოხაძე საერთაშორისო კონკურსებზე ხშირად ხვდებიან ერთამნეთს. მათ ერთად დუეტიც აქვთ ჩაწერილი. 2011 წლის იანვარში საბინამ თბილისში, ჯოხაძის კონცერტშიც კი მიიღო მონაწილეობა. მათი დუეტის - "სიყვარულის თამაშის" პრეზენტაცია სწორედ ამ კონცერტზე გაიმართა.

ანრისა და საბინას ერთობლივმა გამოსვლამ ნამდვილი ფურორი გამოიწვია - ქართველ მსმენელს ძალიან მოეწონა საბინას შესრულება, ვინაიდან მან ქართულად, პრაქტიკულად, უაქცენტოდ იმღერა.

"მრავალი დადებითი შეფასება მივიღე. ჩემი ქართულითა და გამოთქმებით სასიამოვნოდ გაკვირვებულები იყვნენ. ანრი ჩემი ძველი მეგობარია. ჩვენ ერთმანეთი 1999 წელს, "სლავიანსკი ბაზარის" კონკურსზე გავიცანით", - აღნიშნავს ბაბაევა.

დუეტის ჩაწერის შემდეგ საბინამ და ანრიმ ერთობლივი შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტეს. თუმცა, წელს მომღერლები "ევროვიზიაზე" ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან.

2012 წელს "ევროვიზიის" 57-ე კონკურსი Baku Crystal Hall-ში გაიმართება, რომელიც 23 000 მაყურებელს იტევს, 16 000 მაყურებელს კი შესაძლებლობა ექნება კონკურსის ნახევარფინალი და ფინალი დიდ მონიტორებზე, პირდაპირ ეთერში ნახოს.

კონკურსის ნახევარფინალური ტურები 22 და 24 მაისს გაიმართება. კონკურსის ლოგოტიპია "ცეცხლოვანი ყვავილი", ლოზუნგი კი - Light your fire ("დაანთე შენი ცეცხლი"). ამ პრესტიჟული ევროპული მუსიკალური კონკურსის მასპინძლობის უფლება აზერბაიჯანმა გერმანიაში, დიუსელდორფში "ევროვიზია - 2011"-ზე ელდარ გასიმოვისა და ნიგიარ ჯამალის გამარჯვების წყალობით მოიპოვა.

მომზადებულია Trend Life-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება