ანჯელინა ჯოლი სირიის ხელისუფლების დამხობის მოწოდებით გამოდის

ანჯელინა ჯოლი სირიის ხელისუფლების დამხობის მოწოდებით გამოდის

მსახიობი ანჯელინა ჯოლი გაეროს მორიგ რეზოლუციაზე, რომელიც სირიის საკითხს ეძღვნება, ვეტოს დადების წინააღმდეგ გამოვიდა. რეზოლუცია სირიაში კონფლიქტის მოგვარებას ისახავს მიზნად. 

ჰოლივუდის ვარსკვლავმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, სირიის კონფლიქტში ჩაერიოს და იმ სახელმწიფოების პოზიცია გააკრიტიკა, რომლებიც ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირებას უშლიან ხელს.

"ჩემი აზით, სირიაში ვითარება ისეთ ნიშნულს მიუახლოვდა, როდესაც უცხოეთის სახელმწიფოების ჩარევა აუცილებელია", - აღნიშნა მსახიობმა ბოსნიის დედაქალაქში, სარაევოში ვიზიტისას.

ჯოლიმ განაცხადა, რომ იგი გამოდის "იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთაც ჩაურევლობის პოზიცია აირჩიეს. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ქვეყნებს, რომელთაც სირიაში ფინანსური ინტერესები აქვთ, ვეტოს გამოყენების უფლება უნდა ჩამოერთვათ, რადგან აკრძალვით, ჰუმანიტარული მისიის შესრულებას ხელს უშლიან", - განაცხადა მსახიობმა.

ვარსკვლავი ახლახან მაყურებლის წინაშე სარეჟისორო დებიუტით წარდგა. ფილმი "სისხლის და თაფლის მიწაზე" ბოსნიის ომზეა გადაღებული.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება