ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა, მადონამ ქალიშვილი, ლურდეს ჩიკონე საკუთარ მოცეკვავეთა გუნდში მიიღო. ლურდესი დედას უახლოეს ტურნეში - M.D.N.A თან გაყვება.
"ლურდესი დედასთან ერთად სცენაზე პირველად გავა, - წერს Daily Mail, - თუმცა შოუს ცეკვები საკმაოდ სარისკოა, ისინი თამამ სექსუალურ ელემენტებს შეიცავს, მაგრამ მადონა ქალიშვილის საკუთარ გუნდში ჩარიცხვით აღფრთოვანებულია".
შვილი მადონას მომავალი ტურნესთვის მოცეკვავეების შერჩევაშიც დაეხმარა.
მადონას ახალი მსოფლიო ტურნე - M.D.N.A - 29 მაისს თელ-ავივში დაიწყება. ტურნეს ფარგლებში მომღერალი 50 კონცერტს გამართავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ტურნეს ევროპული ნაწილი აგვისტომდე გაგრძელდება და 21 აგვისტოს ნიცაში გამოსვლით დასრულდება. გარდა ამისა, მადონა ჩავა თურქეთში, ხორვატიაში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, დანიაში, შვედეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიაში, პოლონეთში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში. ტურნეს ჩრდილოამერიკული ნაწილი აშშ-სა და კანადის ქალაქებს მოიცავს და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მომავალი წლის დასაწყისში მადონა კონცერტების სერიას გამართავს ავსტრალიაში.
MDNA მადონას მეთორმეტე სტუდიური ნამუშევარია. ალბომი გაყიდვაში 26 მარტიდან გამოვა. ის 12 ტრეკს აერთიანებს.
მადონას წინა მსოფლიო ტურნე - Sticky & Sweet 2008-2009 წელს შედგა. Billboard-ის მონაცემებით, ამ ტურნედან მომღერლის შემოსავალმა 408 მლნ დოლარი შეადგინა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo