რუსები "აგვისტო.რვას" აკრიტიკებენ

რუსები "აგვისტო.რვას" აკრიტიკებენ

აგვისტოს ომის ამსახველი რუსული ბლოკბასტერი "აგვისტო. რვა" ეკრანებზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ფილმი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და რუსული მედიის ცნობით, მას ეროვნული კინემატოგრაფისთვის წლის განმავლობაში განკუთვნილი სახსრების მესამედი - 16 მლნ დოლარი, მოხმარდა.

რუსული გამოცემა "რელაქსი" ფილმის შესახებ კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს, სადაც ჰოლივუდური სპეცეფექტების კოპირებაზე, რუსი სამხედროების ყალბ გულჩივილობასა და ქართული მხარის ფაშისტად შერაცხვაზეა საუბარი.

"რუსეთში სჯერათ, რომ ჰოლივუდი საუკეთესო პროპაგანდისტული მანქანაა, რომელიც ამერიკელი ჯარისკაცების წარმატებულ იმიჯს ქმნის. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ თავადაც ასეთი მეთოდები უნდა გამოიყენონ. თუმცა ერთი რამ ავიწყდებათ - ისინი, ვინც ჰოლივუდში ამ ფილმებს იღებენ, ომს გმობენ და ხელისუფლების მიმართაც კრიტიკულად არიან განწყობილი," - ნათქვამია სტატიაში.

"აგვისტო. რვა"-ში გამოყენებული გმირულ-ომახიანი ტონი აშკარად უადგილოა. ფილმის შემქმნელები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით არცერთ ინფორმატორს არ უნდა დაყრდნობოდნენ, რადგან ყველა მათგანი ცრუობს - ან ბოლომდე გულწრფელი არაა ან აზვიადებს. შესაბამისად, თანაგრძნობას მხარეები კი არა, მხოლოდ ისინი იმსახურებენ, ვისაც ბომბები თავზე აცვივა. ასეთები კი აგვისტოს ომში ორივე მხარეს იყვნენ. "აგვისტო. რვა" ცდილობს თქვას, რომ ომს გვამების მეტი არაფერი მოაქვს, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტი ამაში აშკარად ხელს უშლის", - წერს რუსული გამოცემა.

სტატიის ავტორი ფილმში შექმნილი რუსი ჯარისკაცის გულჩვილ იმიჯსაც დასცინის.

"ჩვენი ჯარისკაცები ოსი მოსახლეობის ეზოებში წიწილებს ეფერებიან და მუხლებზე ბავშვებს ათამაშებენ. საბოლოოდ ფილმი ნელ-ნელა მიდის იმ დასკვნისკენ, რომ ომი მაგარი რამეა, ჯარისკაცობა - კიდევ უკეთესი. ქართველები კი ფაშისტებად არიან გამოყვანილნი და მთელი ფილმი მათდამი ბრალდებებით არის სავსე", - წერს გამოცემა.

რაც შეეხება პრეზიდენტ მედვედევის სახეს ფილმში, სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის თათბირის დაუსრულებელი სცენები შთამბეჭდავ საბრძოლო მოქმედებების ამსახველ კადრებს აფერმკრთალებს.

"მედვედევის როლს მსახიობი ვლადიმერ ვდოვიჩენკოვი ასრულებს, რომელიც მას არაფრით ჰგავს. პრეზიდენტს კი წინ აბსოლუტურად არარეალური რუკა უდევს, სადაც სამხრეთ ოსეთი რუსეთის ტერიტორიად არის მიჩნეული. საბოლოოდ, როგორც თავის დროზე საბჭოთა მანქანამ გააუფასურა გმირის სახე, ასევე "აგვისტო. რვა" აქარწყლებს დიდი მონდომებით შექმნილ რუსული არმიის იმიჯს", - წერს რუსული გამოცემა.

მომზადებულია relax.ngs24.ru-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"