მოსკოვში ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნის საღამოზე ქართული შოუბიზნესის ცნობილი სახეები იმღერებენ

მოსკოვში ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნის საღამოზე ქართული შოუბიზნესის ცნობილი სახეები იმღერებენ

22 აპრილს მოსკოვის "კროკუს სიტი ჰოლში" ქართული და რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივი კონცერტი გაიმართება. კონცერტი ქართველი კომპოზიტორის, ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნას მიეძღვნება. საღამოს "რწმენით, იმედითა და სიყვარულით" ქვია.

საქართველოს მხრიდან კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თამრიკო ჭოხონელიძე, ბესო კალანდაძე, ნინო ქათამაძე, ზურა დოიჯაშვილი, კვინტეტი "ფორტე", ეკა კვალიაშვილი, თემურ თათარაშვილი, მამუკა ონაშვილი, ირმა სოხაძე, ზურაბ მანაგაძე, ნინი შერმადინი, ასევე ანსამბლ "ივერიას" წევრები - თემურ წიკლაური, ლუიზა კობალაძე, ვახტანგ ტატიშვილი, მანანა თოდაძე, ნუგზარ კვაშალი, თამუნა ამონაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, რომა რცხილაძე და ტატო გოდერძიშვილი.

თბილისიდან მიწვეულ სტუმრებთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სოსო პავლიაშვილი, თამარ გვერდწითელი, ვალერი და კონსტანტინე მელაძეები, დათო ხუჯაძე, დიანა ღურწკაია, ქეთა თოფურია და ირაკლი ფირცხალავა.

მომღერლებს მასპინძლობას გაუწევენ ლარისა დოლინა, იოსებ კობზონი, კონსტანტინ რაიკინი, ნიკოლაი რასტორგუევი, ოლეგ გაზმანოვი და ჯგუფი "ლუბიე".

კონცერტის პირველ ნაწილში ალექსანდრე ბასილაიას ყველაზე ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდება, მეორე ნაწილში კი ქართველი - კომპოზიტორების უკვდავი კომპოზიციები.

ალექსანდრე ბასილაია 1942 წლის 11 მარტს, თბილისში დაიბადა. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან ანსამბლ "ივერიის" ხელმძღვანელი და სოლისტი. 1990 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1987 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. იყო კომპოზიტორთა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.

ალექსანდრე ბასილაიას დაწერილი აქვს 5 მიუზიკლი: "ჩხიკვთა ქორწილი", "არგონავტები, "თოვლის ბებოს ზღაპარი", "ფიროსმანი", "Шлягер, шлягер". ანსამბლ "ივერიასთან" ერთად კონცერტები გამართა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიასა და პორტუგალიაში, აგრეთვე ყოფილ სსრკ-ს ქალაქებში. 2002 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ალექსანდრე ბასილაია 2009 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მომზადებულია mapmusic.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება