უიტნი ჰიუსტონის ყოფილი მეუღლე დააპატიმრეს

უიტნი ჰიუსტონის ყოფილი მეუღლე დააპატიმრეს

ლოს-ანჯელესის პოლიციამ უიტნი ჰიუსტონის ყოფილი მეუღლე, მომღერალი ბობი ბრაუნი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის გამო დააპატიმრა.

შემთხვევა 26 მარტს, უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზების გამოცხადების შემდეგ მოხდა. 

გამოძიების ინფორმაციით, უიტნი ჰიუსტონი გულის შეტევის შედეგად აბაზანაში დაიხრჩო. გულის შეტევა კი კოკაინის ჭარბი დოზით იყო გამოწვეული.

ჰიუსტონის გარემოცვა სწორედ ბობი ბრაუნს ადანაშაულებს უიტნი ჰიუსტონის ნაადრევ სიკვდილში. მომღერალი მეუღლის გავლენით ალკოჰოლურ სასმელებს და ნარკოტიკებს მიეძალა. მათი ქორწინება, რომელსაც გაუთავებელი ჩხუბი, ცემა, ძალადობა და პოლიციაში სირბილი ახლდა, 1992-დან 2007 წლამდე გაგრძელდა.

ჰიუსტონი ბევერლი ჰილზში მდებარე სასტუმრო Beverly Hilton-ის ერთ-ერთ ნომერში 12 თებერვალს გარდაიცვალა. 48 წლის ჰიუსტონი 19 თებერვალს ნიუ-ჯერსის შტატის Fairview სასაფლაოზე მამის, ჯონ რასელ ჰიუსტონის გვერდით დაკრძალეს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება