უიტნი ჰიუსტონის ნივთები აუქციონზე გაიყიდა

უიტნი ჰიუსტონის ნივთები აუქციონზე გაიყიდა

გარდაცვლილი პოპ-ვარსკვლავის, უიტნი ჰიუსტონის პირადი ნივთები აუქციონზე გაიყიდა. ვაჭრობით მიღებულმა შემოსავალმა 80 000 დოლარი შეადგინა. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ყველა ლოტი საწყის ფასთან შედარებით 4-ჯერ ძვირად გაიყიდა.

ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა ჰიუსტონის მარგალიტებით გაწყობილი ოქროსფერი კაბა, რომელიც მომღერალს სცენაზე ეცვა. კაბა 19 200 დოლარად შეიძინეს.

ონლაინ რეჟიმში მიმდინარე აუქციონზე ყველა ლოტი გაიყიდა, მათ შორის ორი წყვილი საყურე და ჟილეტი, რომელიც მომღერალს ფილმში "პირადი მცველი" ეცვა. ყველა ეს ნივთი ერთხელ უკვე გაიყიდა - ჯერ კიდევ ჰიუსტონის სიცოცხლეში ისინი ახალმა მფლობელმა მომღერლის ვალების დასაფარად მოწყობილ საჯარო ვაჭრობაზე შეიძინა. იმ დროისთვის თოთიეული ნივთის ფასი 1000 დოლარს არ აღემატებოდა.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება