კანის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 16 მაისს ღამეს გაიხსნება და 27 მაისამდე გაგრძელდება.
კანის ფესტივალს უეს ანდერსონის თრილერი "სავსე მთვარის სამეფო" (Moonrise Kingdom) გახსნის. სურათი სკაუტების ბანაკიდან ორი ბოისკაუტის დაკარგვის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში ბრიუს უილისი, ბილ მიურეი და ედვარდ ნორტონი მონაწილეობენ. კინოფესტივალს კლოდ მილერის ფილმი ტერეზა დესკეირუ დახურავს.
ჟიურის საუკეთესო ფილმის ამორჩევა საკონკურსო პროგრამის 22 ფილმიდან მოუწევს. არასაკონკურსო პროგრამაში ბერნარდო ბერტოლუჩის და აპიჩატპონგ ვირასეტაკუნის ახალ ფილმებს აჩვენებენ.
ჟიურის თავმჯდომარე იტალიელი რეჟისორი ნანი მორეტია, რომელიც კანის კონკურსში ექვსჯერ იღებდა მონაწილეობას და 2001 წელს ფილმით "ვაჟის ოთახი" (La stanza del figlio) გაიმარჯვა. ჟიურის წევრები ასევე არიან: რეჟისორები ალექსანდრ პეინი (აშშ), ანდრეა არნოლდი (დიდი ბიტანეთი) და რაულ პეკი (ჰაიტი), მსახიობები - ჰიამ აბასი, დაიან კრიუგერი, ემანუელ დევო, იუენ მაკგრეგორი და დიზაინერი ჟან-პოლ-გოტიე.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.