კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა

კანის 65-ე კინოფესტივალი "სავსე მთვარის სამეფომ" გახსნა

კანში კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა, 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი უეს ანდერსონის თრილერმა - "სავსე მთვარის სამეფო" (Moonrise Kingdom) გახსნა. სურათი სკაუტების ბანაკიდან ორი ბოისკაუტის დაკარგვის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში ბრიუს უილისი, ბილ მიურეი და ედვარდ ნორტონი მონაწილეობენ.

ჟიურის საუკეთესო ფილმის ამორჩევა საკონკურსო პროგრამის 22 ფილმიდან მოუწევს. არასაკონკურსო პროგრამაში ბერნარდო ბერტოლუჩის და აპიჩატპონგ ვირასეტაკუნის ახალ ფილმებს აჩვენებენ.

ჟიურის თავმჯდომარე იტალიელი რეჟისორი ნანი მორეტია, რომელიც კანის კონკურსში ექვსჯერ იღებდა მონაწილეობას და 2001 წელს ფილმით "ვაჟის ოთახი" (La stanza del figlio) გაიმარჯვა. ჟიურის წევრები ასევე არიან: რეჟისორები ალექსანდრ პეინი (აშშ), ანდრეა არნოლდი (დიდი ბიტანეთი) და რაულ პეკი (ჰაიტი), მსახიობები - ჰიამ აბასი, დაიან კრიუგერი, ემანუელ დევო, იუენ მაკგრეგორი და დიზაინერი ჟან-პოლ-გოტიე.

ფესტივალი გახსნილად ფრანგმა მსახიობმა, ბერენის ბეჟომ გამოაცხადა, მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში "არტისტი".

მანამდე კი ვარსკვლავებს კიდევ ერთხელ მიეცათ წითელ ხალიჩაზე გაბრწყინების საშუალება.

პირველი "ფურორი" ჟიურის წევრმა, დიანა კრუგერმა მოახდინა. მსახიობი მუქი მეწამული, მოკლე კაბით გამოჩნდა. მოგვიანებით კი წითელი ხალიჩის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ჰაეროვანი, პასტელურ მწვანე ტონალობაში გადაწყვეტილი კაბა ეცვა. გრძელი ჰაეროვანი კაბა კორსეტს იყო შერწყმული. საზოგადოებაზე განსაკუთრებული ეფექტი კაბის ნაჭერმა მოახდინა, რომელიც მარცხენა მხრიდან იატაკამდე "მიედინებოდა". თმები კლასიკურად მაღლა ჰქონდა აწეული. ვარსკვლავს ბრილიანტის საყურეები და აქსესუარები ამშვენებდა.

37 წლის მსახიობი ევა ლონგორია საღამოზე ღია ვარდისფერი, ქალთევზას  კაბით გამოჩნდა. კაბის ზურგი გაჭვირვალე იყო, ხოლო ძირითადი ნაწილი - ვერცხლისფერი მბრწყინავი დეტალებით გაფორმებული. იმისათვის, რომ კაბა ძალიან არ გადატვირთულიყო, მსახიობი წითელ ხალიჩაზე მხოლოდ ბრილიანტის საყურეებით გამოცხადდა.

გარდაუვალი იყო ერთგვარი კონკურსი- შეჯიბრი ამ ორ ქალბატონს შორის. თითქმის ვერ გაიხსენებთ შემთხვევას, რომელიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ევა ლონგორია და დიანა კრუგერი შთამბეჭდავი კაბებით არ გამოჩენილიყვნენ. მათმა მონდომებამ შედეგი ნამდვილად გამოიღო - მათ სამოსსა და გარეგნობაზე მსოფლიო პრესა ალაპარაკდა.

ფესტივალის გახსნის ცერემონიას ჯესიკა ჩესტეინიც დაეწრო. მას ალექსანდრ მაკქუინის ვარდისფერი, ღრმა დეკოლტეთი გაფორმებული კაბა ეცვა. ვარდისფერს მიანიჭა უპირატესობა ფრიდა პინტომაც, თუმცა ჩესტეინისგან განსხვავებით მის კაბას არა ღრმა დეკოლტე, არამედ თეძომდე ჭრილი ამშვენებდა. მედიას ფრიდას ამ გადაწყვეტილებამ "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზე ანჯელინა ჯოლის ღრმა ჭრილიანი შავი კაბა გაახსენა.

ლეგენდარული მსახიობი, ჯეინ ფონდა კანის კონოფესტივალზე ვერსაჩეს კაბაში მივიდა.

ფესტივალის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრო ბრუს იულისი, რომელსაც ქალიშვილი სულ ცოტა ხნის წინ შეეძინა და ალეკ ბოლდუინი. ამ უკანასკნელმა წითელ ხალიჩაზე საკუთარი საცოლე, ჰილარია ტომასი კიბეზე ხელში ატაცებული აიყვანა.

წლევანდელი ფესტივალის მუზა მერლინ მონროა. კინოფესტივალს 27 მაისს კლოდ მილერის ფილმი "ტერეზა დესკეირუ" დახურავს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk–ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება