კომპანია "იმიჯ ცენტრმა" "ტიოტა ცენტრ თბილისში" სილამაზის კონკურსის - "მის საქართველო-2012"-ის 20 კონკურსანტი წარადგინა.
როგორც "ინტერპრესნიუს" იმიჯ-ცენტრის ხელმძღვანელმა, ია კიწმარიშვილმა განუცხადა, 20 კონკურსანტი საქართველოს მასშტაბით შეირჩა. კონკურსანტთა შორის თბილისის წარმომადგენლებიც არიან.
ია კიწმარიშვილის განცხადებით, კონკურსანტი, რომელიც "მის საქართველო" გახდება, საჩუქრად ავტომანქანა "ტოიოტა რავ-4"-ს მიიღებს. გოგონებს კონკურსისთვის კომპანია "მარიონელას" კაბები ეცმევათ. გარდა ამისა, კონკურსანტებისთვის მოეწყობა ფოტოსესიები ანაკლისა და ბათუმში.
ია კიწიმარიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ სად და როდის გაიმართება "მის საქართველო-2012"-ის ფინალური კონკურსი.





