რიჩარდ გირი ფლირტის გამო რესტორნიდან გააგდეს

რიჩარდ გირი ფლირტის გამო რესტორნიდან გააგდეს

ჰოლივუდის ვარსკვლავი 63 წლის რიჩარდ გირი რესტორნიდან გამოაგდეს. ვარსკვლავი ნიუ-იორკში ერთ-ერთ რესტორანში სადილობდა და მოულოდნელად გვერდით მაგიდასთან მჯდომ ქერა მანდილოსანთან ფლირტი წამოიწყო. ქალბატონს თან მეუღლე ახლდა, რომელმაც რესტორნის ადმინისტრაციას რიჩარდის გაგდება სთხოვა.

გირი რესტორანში თავის აგენტებთან ერთად სადილობდა. მიუხედავად იმისა, რომ მანდილოსანს გვერდით მამაკაცი ეჯდა, რიჩარდი მასთან საუბარს არ ერიდებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალბატონმა მსახიობს რამდენჯერმე სთხოვა, რომ აღარ დალაპარაკებოდა. ყველასთვის მოულოდნელად, ქალბატონის ქმარმა რიჩარდს დაუყვირა, მოსთხოვა, რესტორნიდან სასწრაფოდ წასულიყო, მაგრამ ვარსკვლავმა მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია.

რამდენიმე წუთის შემდეგ მსახიობმა რესტორანი დატოვა.

"არაფერი მომხდარა. რიჩარდი რესტორანში თავის აგენტებთან ერთად სადილობდა და უბრალოდ, ხალხს მიესალმა", - განაცხადა მსახიობის წარმომადგენელმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება