ტეილორ სვიფტი კონორ კენედის ღალატობს

ტეილორ სვიფტი კონორ კენედის ღალატობს

ცნობილი მომღერალი, ტეილორ სვიფტი შეყვარებულს, კონორ კენედის, მისსავე ნათესავთან, პატრიკ შვარცნეგერთან ღალატობს. როგორც ჟურნალი Star-ი წერს, რამდენიმე დღის წინ ტეილორი კენედების ოჯახურ წვეულებაზე იმყოფებოდა.

აქვე მიწვეული იყო პატრიკ შვარცნეგერიც. როგორც ჟურნალი წერს, სვიფტი მთელი დღე არ მოსცილებია გვერდიდან პატრიკს და შეყვარებული, კონორი, საერთოდ გადაავიწყდა.

"ტეილორმა და პატრიკმა რამდენჯერმე აკოცეს ერთმანეთს. ეს ბევრმა შეამჩნია. კონორმა ამის შესახებ არაფერი იცის", - აცხადებს წყარო.

ჟურნალის ინფორმაციით, ტეილორმა კენედების კურთხევა დაკარგა. ახლა ოჯახში აღარავის უნდა, ქანთრის მომღერალი კენედების გვარის გამგრძელებელს ხვდებოდეს.

ტეილორისა და პატრიკის რომანზე ხმები ადრეც დადიოდა, თუმცა მაშინ ვარსკვლავმა ისინი უარყო.

მომზადებულია Star-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება