აიშვარია რაი კინოს უბრუნდება

აიშვარია რაი კინოს უბრუნდება

ყოფილი "მის მსოფლიო" და ბოლივუდის ვარსკვლავი აიშვარია რაი კინოს უბრუნდება. როგორც მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, გადასაღებ მოედანზე მუშაობა ძალიან მოენატრა.

"უკვე რამდენიმე სცენარს გავეცანი. რეჟისორებისგან შემოთავაზებებიც ბევრია. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ იმ ფილმებში მივიღებ მონაწილეობას, სადაც ჩემი მეუღლე თამაშობს - ეს სიცრუეა", - განაცხადა მსახიობმა.

პრესა წერს, რომ აიშვარია თავგადაკლული დედაა და მთელ დროს შვილის საძინებელში ატარებს. "ჩემთან უამრავი დედა მოდის და მადლობას მეუბნება, რადგანაც ზუსტად ისევე ვზრუნავ შვილზე, როგორც ისინი", - განაცხადა ვარსკვლავმა.

დასავლურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აიშვარიას ქმარი (მსახიობი აბჰიშეკ ბაჩანი) კინოში დაბრუნებას უკრძალავს; როდესაც ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჟურნალისტებმა რაის სამომავლო გეგმებზე კითხეს, მეუღლემ აიშვარიას საუბარი უცერემონიოდ შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ აიშვარია ბედნიერია იმით, რასაც აკეთებს.

ვარსკვლავმა შარშან ნოემბერში პირველი შვილი გააჩინა. მსახიობი წონაში ვერ იკლებს და მშობიარობის შემდეგ საზოგადოების თავშეყრის ადგილებსაც იშვიათად სტუმრობს. ინდოეთში, თითქმის ყველა შოუში აიშვარიას ჭარბ წონას განიხილავენ. ინტერნეტსივრცეში ხშირად ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც მსახიობი საკმაოდ მოუვლელი ჩანს.

მომზადებულია digitalspy.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება