ევროპის საუკეთესო ფილმი ჰანეკეს დრამა გახდა

ევროპის საუკეთესო ფილმი ჰანეკეს დრამა გახდა

ავსტრიელი რეჟისორის, მიხაელ ჰანეკეს ფილმმა - "სიყვარული" ევროპული კინოაკადემიის (Eropean Film Awards) ოთხი ჯილდო მოიპოვა.

სურათმა ნომინაციაში "საუკეთესო ფილმი" გაიმარჯვა, ხოლო თავად ჰანეკე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა. ფილმში მთავარი როლების შემსრულებლები ჟან-ლუი ტრენტიანი და ემანუელ რივა ”საუკეთესო მსახიობების” ჯილდოს მფლობელები გახდნენ.

ორ-ორი ჯოლდო მოიპოვეს ფილმებმა "სირცხვილი" ("Shame" - დიდი ბრიტანეთი) და "ჯაშუშო, გაეთრიე!" ("Tinker Tailor Soldier Spy" - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია). პირველი - მონტაჟისა და საოპერატორო მუშაობისთვის, მეორე - მუსიკისა და მხატვრის მუშაობისთვის. ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის ფილმ "ნადირობას" ("Jagten" - დანია) ერგო.

EFA-ს გადაცემის 25-ე ცერემონია მალტაში გაიმართა. ჰანეკეს ფილმი - "სიყვარული" კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელიცაა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება