პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც შიშველ ფოტოებში სახე გამოაჩინა

პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც შიშველ ფოტოებში სახე გამოაჩინა

ნატალია ოპიზარის ფოტოები ''რეიტინგის'' მკითხველს ბევრჯერ უნახავს, რადგან ჩვენს რუბრიკაში ''ფოტოხელოვანი'' მისი არაერთი შიშველი ფოტო დაბეჭდილა. პირველად ფოტოგრაფ ანა გოგუაძესთან გაიხადა. ანას მიერ გადაღებული ფოტოები ერთ-ერთ პრიალა ჟურნალში რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა. იპოზიორა ცნობილ ფოტოგრაფებთან - იკა პირველთან, კახაბერ შარტავასა და ივანე გოლიაძესთან. ნამდვილი გვარის გამჟღავნების სურვილი არ აქვს. წლების წინ საკუთარი საიტი გააკეთა და მაშინ აირჩია გვარად ოპიზარი.

ამ უცნაურ, საინტერესო ხელოვან გოგონას ივანე გოლიაძის დახმარებით დავუკავშირდით. ნატალია თავის სამყაროში ცხოვრობს. 30 წლის ასაკში ჯერ კიდევ ვერ უპოვია საკუთარი თავი და დანიშნულება, რატომ დაიბადა. ვფიქრობთ, მისი ინტერვიუ მკითხველს დააინტერებს.

- თბილისში დავიბადე, დედასთან ერთად ვცხოვრობ. მყავს ძაღლი, რომელიც ხშირად კატა ჰგონიათ (იღიმის). მეგობრებიც მყავს, მაგრამ მაინც მარტო ვარ. ხანდახან დედა მეუბნება, ძა-ლიან თავისუფალი ხარ, მე ასეთი არ გამიზრდიხარო, მაგრამ შინაგანად მოდის. დედა ბავშვობიდან ბაიყუშს მეძახდა, არ მომწონდა, სტუმრები რომ მოდიოდნენ სახლში, ჩუმად ვიპარებოდი. სკოლაში ცუდი მოსწავლე ვიყავი. რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე. სიმართლე გითხრათ, კლასელებიდან ბევრის სახელიც არ მახსოვს. საერთოდ სხვაგან, სხვა სამყაროში ვცხოვრობდი. მქონდა პერიოდი, როდესაც ყველაფერზე ვწერდი, მზეზე, სამყაროზე, საკუთარ მისიაზე დედამიწაზე, მაგრამ ამ მისიის დანიშნულებას დღემდე ვეძებ, ვერ ამოვხსენი. ვხატავდი, მაგრამ ამანაც გაიარა. არ მომწონდა ჩემი ნახატები, უბრალოდ, ნერვებს ვიწყნარებდი.

- ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდი?

- მოდელობაზე ვფიქრობდი, მაგრამ არა ისე, რომ აწყობილი ვყოფილიყავი ფოტოშოპით

ან იდეალურად მქონოდა მაკიაჟი, ამიტომ არ მიყვარს ყოველდღიური გადაღებები. თითოეულ ფოტოსესიაში იმდენ ემოციას ვდებ, რომ შემდეგ გარკვეული პერიოდი განტვირთვა მჭირდება. პაუზას ვიღებ.

- შეგიძლია, შენი პირველი სერიოზული ნაბიჯი გაიხსენო?

- რეალურად ცხოვრებაში არაფერს ვაკეთებდი, ოცნებებში ვცხოვრობდი. დედა ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობდა და შემდეგ მეც ჩამსვა შტატში, მაგრამ სამსახურში მეძინებოდა. როგორც კი საქმეს ყოველდღიური სახე ეძლეოდა, ვალდებულება ხდებოდა და აღარ მინდოდა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება