რატომ მი­იჩ­ნევს ლექს-სე­ნი, რომ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პ­ლია - ვინ შეჭამა რეპერის მეზობლების ფული

რატომ მი­იჩ­ნევს ლექს-სე­ნი, რომ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პ­ლია - ვინ შეჭამა რეპერის მეზობლების ფული

ის-ის იყო, რე­პერ­მა ლექს-სენ­მა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად "სტარ­ტი" აიღო, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში პო­ლიტ­რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი რა­მაზ გაგ­ნი­ძის ინ­ტერ­ვიუ გავ­რ­ცელ­და, რო­მელ­შიც ის ლექს-სენს კუდ-ის აგენ­ტო­ბა­სა და ბი­ნის წარ­თ­მე­ვა­ში ბრალს სდებს. რო­გორც რე­პერ­მა გვითხ­რა, იაფ­ფა­სი­ა­ნი ინ­ტ­რი­გე­ბი არ უყ­ვარს, ჟურ­ნა­ლის­ტებს კი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბისა და ობი­ექ­ტუ­რად გა­შუ­ქე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს... ლექს-სენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, ფი­ნან­სურ შე­მო­სა­ვალ­ზე, პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და მი­სი სიმ­ღე­რე­ბის კრი­ტი­კო­სებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

-  სიმ­ღე­რებ­ზე ად­რეც ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არ ვურ­თი­ერ­თობ­დი: ზო­გა­დად, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ჩე­მი შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს. ამი­ტომ "გა­ფილ­ტ­რუ­ლი" ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მირ­ჩევ­ნია... ახა­ლი სიმ­ღე­რის "რე­მიქ­სი" "გა­ვა­კე­თეთ", ახა­ლი კლი­პიც მა­ლე გა­მო­ვა. კი­დევ, 3 ახა­ლი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თე­მა­ტი­კის სო­ლო სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე. მათ­გან ერთ-ერ­თი იდე­ა­ში, ზაფხუ­ლის ჰი­ტი გახ­დე­ბა: ენერ­გი­უ­ლი, რიტ­მუ­ლი სიმ­ღე­რაა და სა­ხე­ლიც ასე­თი აქვს - "არ და­ი­ძი­ნო (თბი­ლი­სო)". რად­გან უკ­ვე დი­დი ხა­ნია, თბი­ლისს სძი­ნავს, მინ­და, ახ­ლა რა­ღა­ცე­ბით ცო­ტა­თი გა­მო­ვა­ცოცხ­ლო.

-  სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რის გარ­და, სხვა კონ­კ­რე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი თუ გაქვთ, რომ ისევ ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი, პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეთ?

-  იმ დი­დე­ბის გა­მე­ო­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია! უბ­რა­ლოდ, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის კარ­გი ფორ­მით გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ამას სპონ­სო­რი, ჭკვი­ა­ნი ხალ­ხი და ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის შექ­მ­ნა სჭირ­დე­ბა. მე და ჩემ­მა ჯგუფ­მა კარ­გი სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა შე­ვად­გი­ნეთ. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას არ და­ვე­ლო­დოთ და ეს პრო­ექ­ტი ჩვე­ნი­ვე ძა­ლე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ცხა­დია, ეს რთუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად - დრო­შიც გა­ი­წე­ლე­ბა... მა­შინ სხვა ეპო­ქა იყო, ახ­ლა კი სხვა რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ და მის დი­ნე­ბას მივ­ყ­ვე­ბით...

-  პრო­დი­უ­სე­რი გყავთ?

-  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში "პრო­დი­უ­სე­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი" საწყის ეტაპ­ზე მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლა ესეც დან­გ­რე­უ­ლია, რად­გან მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ფი­ნან­სე­ბი იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ მი­სი გა­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია: რო­ცა 500 ლა­რი სამ­მა კაც­მა უნ­და გა­ი­ყოს, ეს ხომ მა­რაზ­მია?

-  თქვენს ჯგუფ­ზე რას გვეტყ­ვით?

-  3-სა­ა­თი­ა­ნი სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა მე, მინ­დო­ზამ, პე­პემ და ბიგ თი­კომ შე­ვად­გი­ნეთ. იმე­დი მაქვს, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ბი­ჯებს გა­დავ­დ­გამთ...

-  თქვე­ნი სიმ­ღე­რე­ბი რა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის­თ­ვი­საა გათ­ვ­ლი­ლი?

-  ამ პე­რი­ოდ­ში რა სიმ­ღე­რებ­საც ვქმნი, მეტ-ნაკ­ლე­ბად, ყვე­ლას­თ­ვი­საა, მაგ­რამ 50% თი­ნე­ი­ჯე­რებ­ზეა "მორ­გე­ბუ­ლი" (ა­მას ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვამ­ბობ, თო­რემ ევ­რო­პა­ში ყვე­ლას­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი მი­სა­ღე­ბი­ა); შემ­დეგ - ის თა­ო­ბა "მო­დის", რო­მე­ლიც ჩემს სიმ­ღე­რებ­ზე გა­ი­ზარ­და, დღემ­დე მოს­წონს, უს­მენს... უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვერ მოს­თხოვ, რომ ჩე­მი სიმ­ღე­რე­ბი მო­ე­წო­ნოთ, რად­გან "რეს­ტორ­ნის მუ­სი­კა­ზე" გაზ­რ­დი­ლე­ბი არი­ან. რო­გორც მა­ი­მუ­ნის და­ნახ­ვი­სას გა­ე­ცი­ნე­ბათ, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი­ვე რე­აქ­ცია აქვთ - რე­პი არა, ისაო... საწყე­ნია, მაგ­რამ ეს მათ სი­სუს­ტე­ზე მი­უ­თი­თებს. მოკ­ლედ, ვინც გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია, ის მო­მის­მენს.

-  ქარ­თ­ვე­ლი რე­პე­რე­ბი რა­ტომ გაკ­რი­ტი­კე­ბენ?

-  ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ბოღ­მი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ზი­ცი­ას ჰგავს. რა თქმა უნ­და, ამას სე­რი­ო­ზუ­ლად არა­სო­დეს აღ­ვიქ­ვამ­დი. რო­ცა ვინ­მე­ზე რა­ღა­ცით მე­ტი ხარ, ყო­ველ­თ­ვის უნ­და გა­გა­ქი­ლი­კონ, - ეს მა­თი "ვა­ლი­ა". სა­უ­კე­თე­სო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა საქ­მეა: ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, - საქ­მე­მან შენ­მან გა­მო­გა­ჩი­ნო­სო?.. მოკ­ლედ, არ­წი­ვი ბუ­ზებ­ზე არ ნა­დი­რობს (ი­ღი­მის).

-  და­ახ­ლო­ე­ბით 1 კვი­რაა, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში რა­მაზ გაგ­ნი­ძის ინ­ტერ­ვიუ გავ­რ­ცელ­და, რო­მე­ლიც ბრალს გდებთ, თით­ქოს კუდ-ის აგენ­ტი იყა­ვით და მი­სი ბი­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ფუ­ლით იყი­დეთ...

-  ის თაღ­ლი­თია, კრი­მი­ნა­ლია. მან მოგ­ვატყუა, "გა­დაგ­ვაგ­დო". ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი გახ­ლა­ვართ, ვინც მის მი­ერ აშენებულ კორ­პუს­ში ბი­ნა შე­ი­ძი­ნა. ვი­თომ მშე­ნე­ბე­ლი იყო, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი მატყუ­ა­რა ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი ფუ­ლი "შე­ჭა­მა", ბი­ნის მშე­ნებ­ლო­ბა კი ისე არ დაგ­ვიმ­თა­ვ­რა, რო­გორც უნ­და და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა: წყლის, ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი აირის, ლიფ­ტის გა­რე­შე დაგ­ვ­ტო­ვა. შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბამ ვუ­ჩივ­ლეთ, მის წი­ნა­აღ­მ­დეგ საქ­მე აღ­ვ­ძა­რით. სამ­წუ­ხა­როდ, ყუ­რადღე­ბა არა­ვინ მოგ­ვაქ­ცია. შვე­ლას დღემ­დე ვითხოვთ. იქ­ნებ ახალ­მა მთავ­რო­ბამ მა­ინც მოგ­ვ­ხე­დოს და ზა­რა­ლი აგ­ვი­ნაზღა­უ­როს. ამ ადა­მი­ანს ჩვე­ნი და­ახ­ლო­ე­ბით, 30.000 დო­ლა­რამ­დე ვა­ლი აქვს. შე­გიძ­ლი­ათ, ამის შე­სა­ხებ კორ­პუ­სის სხვა მცხოვ­რებ­ლებს ჰკითხოთ. ხალ­ხი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე ზა­რე­ბი არ წყდე­ბა. მთხო­ვენ, - ინ­ტერ­ვიუ ჩვენ­გა­ნაც აიღო­ნო, რად­გან ეს ინ­ფორ­მა­ცია ქარ­თულ პრე­სა­ში ცო­ტა "ი­სე" გა­მოჩ­ნ­და. მეს­მის, და­ბალ­ფა­სი­ა­ნი ინ­ტ­რი­გა კარ­გად "ი­ყი­დე­ბა" და ამის გა­მო ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ზე აღარ ფიქ­რო­ბენ. რა­ღა­ცას რომ წერ, ფაქ­ტი ხომ უნ­და გა­და­ა­მოწ­მო?! სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჭრე­ლია და უმეც­რე­ბიც ბევ­რ­ნი არი­ან. ვი­ღა­ცას თუ ლექს-სე­ნი არ "ე­ვა­სე­ბა" და იმ ცალ­მ­ხ­რი­ვად გა­შუ­ქე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას წა­ი­კითხავს, "ტა­ლახს" ისე მეს­ვ­რის, არ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, მარ­თა­ლი ვარ თუ მტყუ­ა­ნი. ჩე­მი წარ­სუ­ლით ვა­მა­ყობ, ისე­თი "სუფ­თა" ვარ. ხუმ­რო­ბა იქით იყოს და, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, მარ­თ­ლა დი­ა­დი სა­ხე­ლი - ლექს-სე­ნი - შევ­ქ­მე­ნი. მად­ლო­ბას ვუხ­დი ზო­გი­ერთ "ვა­ი­ჟურ­ნა­ლის­ტ­საც": მა­თი წყა­ლო­ბით, მო­მა­ვალ­ში აღარც სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა და­მ­ჭირ­დე­ბა, აღარც კლი­პის გა­და­ღე­ბა. უბ­რა­ლოდ, დიდ ბა­ნერ­ზე "ლექს-სე­ნი" და­ი­წე­რე­ბა და ხალ­ხი ამას უყუ­რებს...

-  მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ სა­ხელს სხვა­დას­ხ­ვა ბიზ­ნე­სის ასაწყო­ბად იყე­ნე­ბენ. თქვენ არ გი­ფიქ­რი­ათ, რომ მა­გა­ლი­თად, "ლექს-სე­ნის" სა­მო­სის "ხა­ზი" შე­გექ­მ­ნათ?

-  ბევ­რი იდეა მქონ­და, მაგ­რამ იმ­დე­ნი ფი­ნან­სე­ბი არ მაქვს, რომ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო. მა­გა­ლი­თად, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თ­ვის გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მ­ლის წარ­მო­ე­ბა მინ­დო­და; ქარ­თუ­ლი რეპ-სტუ­დი­ის გახ­ს­ნის სურ­ვი­ლი დღემ­დე მაქვს, სა­დაც ცეკ­ვა და მუ­სი­კა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ალ­ბათ, ღვთის წყა­ლო­ბით, მო­მა­ვალ­ში ამ იდე­ას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ. მთა­ვა­რია, სულ ვმოძ­რა­ობ­დე, რა­ღა­ცას ვა­კე­თებ­დე და მა­რაზ­მა­ტუ­ლი ინ­ტ­რი­გე­ბით ნაკ­ლე­ბად მა­წუ­ხებ­დ­ნენ. ჩემ­თ­ვის სა­მარ­ცხ­ვი­ნოა, რომ ვი­ღაც კრი­მი­ნალს რეკ­ლა­მას ვუ­კე­თებ.

-  რი­თი არ­სე­ბობთ, თქვე­ნი შე­მო­სავ­ლის წყა­რო რა არის?

-  ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, მან­ქა­ნე­ბის მცი­რე ბიზ­ნე­სი მქონ­და, მაგ­რამ წამ­გე­ბი­ა­ნი გა­მოდ­გა. ამ­ჟა­მად, პა­ტა­რა სამ­სა­ხუ­რი მაქვს და იმით ვსულ­დ­გ­მუ­ლობ. გარ­და ამი­სა, ყუ­რადღე­ბი­ა­ნი მე­გობ­რე­ბი მყავს, რომ­ლე­ბიც მეხ­მა­რე­ბი­ან. ათას­ში ერ­თხელ, "გარ­ღ­ვე­ვე­ბი" თუ მექ­ნე­ბა და კონ­ცერტს ჩა­ვა­ტა­რებ, მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი აქე­და­ნაც მიჩ­ნ­დე­ბა... მოკ­ლედ, თა­ვი გაგ­ვაქვს.

-  და­ახ­ლო­ე­ბით 5 წე­ლია, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ. თქვე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­უღ­ლე ქარ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტილს რო­გორ მო­ერ­გო?

-  დღემ­დე ვერ მო­ერ­გო. უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვ­ლა გვინ­დო­და, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია იქაც აირია და იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, აქ ვი­ყოთ. მე­უღ­ლე ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას ნელ-ნე­ლა ეგუ­ე­ბა, მაგ­რამ ეს მა­რაზ­მა­ტუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი ტან­ჯავს.

-  რას გუ­ლის­ხ­მობთ?

-  ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი ხომ "ე­ნით ზურგს იფხანს"? და­ვუშ­ვათ, ქუ­ჩა­ში ლა­მა­ზი გო­გო მი­დის. მის მი­მართ გა­მოთ­ქ­მუ­ლი უხამ­სი შე­ძა­ხი­ლე­ბის­თ­ვის ყუ­რი მო­გიკ­რავთ? სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძალ­ზე მარ­ტი­ვად შე­უძ­ლი­ათ, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი გა­ლან­ძღონ, გა­ა­ქი­ლი­კონ...

-  ასე ხომ ძი­რი­თა­დად, უსაქ­მუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ცე­ვი­ან?

-  მე­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უსაქ­მუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ტი რა არის? უსაქ­მუ­რო­ბა უკ­ვე მენ­ტა­ლი­ტეტ­შია. ვიდ­რე ხალ­ხი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბას არ ის­წავ­ლის და სხვი­სა­ში - ცხვი­რის ჩა­ყო­ფას არ გა­და­ეჩ­ვე­ვა, მა­ნამ­დე ამ ქვე­ყა­ნას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. მომ­ბა­ძეთ: თქვენ­თ­ვის იცხოვ­რეთ, ნუ­რა­ვის გა­ა­ქი­ლი­კებთ, თქვე­ნი საქ­მე აკე­თეთ; თუ ვინ­მეს­თან პრე­ტენ­ზია გაქვთ, მას­ზე მე­ტი გა­ა­კე­თეთ და პა­სუ­ხი მე­რე მოს­თხო­ვეთ. ცხა­დია, თუ­კი ვინ­მე უმი­ზე­ზოდ შე­უ­რაცხ­გ­ყოფთ, თა­ვიც უნ­და და­იც­ვათ...

-  მე­უღ­ლეს უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე და­ძა­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და?

-  უკ­რა­ი­ნა­ში, აქ­ცი­ებ­ზე ჩე­მი ცო­ლის ძმე­ბი იყ­ვ­ნენ. წას­ვ­ლა მეც მინ­დო­და, მაგ­რამ მე­უღ­ლე არ მიშ­ვებ­და, - ის არ მე­ყო­ფა, ჩე­მი ძმე­ბი იქ რომ არი­ა­ნო?! ბუ­ნებ­რი­ვია, უკ­რა­ი­ნის ამ­ბე­ბი ძალ­ზე გან­ვი­ცა­დე, რად­გან ეს ქვე­ყა­ნა ჩე­მი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გუ­ლი მწყდე­ბა, რომ ასე და­ან­გ­რი­ეს, "შე­ჭა­მეს" და გა­ა­ნად­გუ­რეს. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მა­ინც ჭკვი­ა­ნე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ; იმ­ხე­ლა ტვი­ნი და უნა­რი აქვთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დეს.

-  თქვე­ნი ბი­ჭუ­ნას შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ: მა­მის სიმ­ღე­რე­ბი მოს­წონს? რე­პის მი­მართ ინ­ტე­რესს ამ­ჟ­ღავ­ნებს?

-  კი, სიმ­ღე­რე­ბის ტექ­ს­ტი­დან სიტყ­ვებ­საც იმახ­სოვ­რებს. 4 წლის მე­რე "მოვ­სინ­ჯავ" - იქ­ნებ ექ­ს­პე­რი­მენ­ტის სა­ხით, რა­ღა­ცე­ბი ჩა­ვა­წე­რი­ნო კი­დეც, რად­გან მა­ინ­ტე­რე­სებს, რა გა­მო­ვა. ზო­გა­დად, ენერ­გი­უ­ლი ბავ­შ­ვია. ჯერ­ჯე­რო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ვამ­ჩ­ნევ. რი­სი ნი­ჭიც ექ­ნე­ბა, იმ საქ­მე­ში შე­ვუწყობ ხელს.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება