ხატია შამუგია ანტონიო ბანდერასთან და ალიაქოთი Facebook-ზე

ხატია შამუგია ანტონიო ბანდერასთან და ალიაქოთი Facebook-ზე

ხატია შამუგია გუშინ ესპანეთიდან დაბრუნდა. პარფიუმერული პიარ-მენეჯერი მივლინებისას მსოფლიოს წამყვან დიზაინერებს და ჰოლივუდის ვარსკვლავს, ანტონიო ბანდერასს შეხვდა. მათთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები ხატიამ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Ambebi.ge ხატია შამუგიას დაუკავშირდა:

- ხატია, სად შეხვდი ანტონიო ბანდერასს?

- ანტონიო ბანდერასის გარდა შევხვდი ჟან პოლ გოტიეს, კაროლინა ჰერერას. ეს მოხდა ესპანეთში. ანტონიო "იოჯის" ასი წლის იუბილეზე მიიწვიეს და სწორედ იქ შევხვდი. მოსაწვევში ეწერა, რომ მკაცრად იყო გაწერილ დრეს-კოდი, კოქტეილის კაბები უნდა გვცმოდა და ვიცოდით სუპრიზი იქნებოდა, მაგრამ ასეთ სიურპრიზს არ ველოდით. ორჯერ შევხვდი მას, ერთხელ "პალას ლა მუსიკაში" და მეორედ - ვახშამზე. აღმოჩნდა, რომ ვახშამზე მე და ანტონიო ბანდერასი ერთ სუფრასთან ვისხედით. განსაკუთრებით გამეხარდა მასთან შეხვედრა, ერთ დღეს ვართ დაბადებული. შევძელი მასთან სურათის გადაღება, მხარზე საყვარლად მომითათუნა ხელი ფოტოს გადაღების დროს. მითხრეს, რომ ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, ამბობენ, რომ მელანი გრიფიტი ეჭვიანია და ისიც თუ იქნებოდა ვახშამზე, ფოტოს გადაღების უფლებას არ მისცემდა ქმარს.

- ცხოვრებაშიც ისეთივე სიმპატიურია ანტონიო ბანდერასი?

- ძალიან სიმპატიურია, უფრო გამხდარია, ვიდრე ეკრანზე ჩანს. ეტყობა დასასვენებლად იყო, რადგან გარუჯული გახლდათ. ვახშამზე იყო კაროლინა და ჰერერა და გოტიე, მაგრამ განსაკუთრებულად ექცეოდნენ ანტონიო ბანდერასს. კაროლინა ჰერერა პირადად გავიცანი, მოვიდა ქართულ დელეგაციასთან, გაგვესაუბრა, კაბაზე მითხრა, ძალიან მაგარი კაბა გაცვიაო.

- ვისი კაბა გეცვა?

- დათუნა სულიკაშვილის კაბა მეცვა და ძალიან მოეწონა კაროლინა ჰერერას ჩემი ჩაცმულობა. 75 წლის არის ეს ქალი და 40 წლის გეგონებათ, გრაციოზულობის პიკია ჰერერა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება