სკანდალი "ორ ვარსკვლავში" - რატომ დაუპირისპირდა თეონა კონტრიძე ზურა ყიფშიძეს

სკანდალი "ორ ვარსკვლავში" - რატომ დაუპირისპირდა თეონა კონტრიძე ზურა ყიფშიძეს

პროექტ "ორი ვარსკვლავის" გუშინდელი ტური მართალია მხიარულ ნომრებს მიეძღვნა, მაგრამ მთლად მხიარულად არ ჩაუვლია, - მაყურებელი საკმაოდ დაძაბა ინციდენტმა, რომელიც შოუს მსვლელობისას მოხდა.

როდესაც ჟიურის წევრი თეონა კონტრიძე ერთ-ერთი წყვილის, სალომე ღვინიაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის მუსიკალური ნომრის შესრულების შემდეგ შესფასებას აკეთებდა, კოლეგებმა (აჩი არველაძე, ია ნინიძე, ზურა ყიფშიძე) სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს, რამაც მისი გაბრაზება გამოიწვია.

მან კოლეგებს უთხრა, თუ ლაპარაკის საშუალებას არ მისცემდნენ, დარბაზიდან გავიდოდა. ჟიურის დანარჩენმა წევრებმა მისი განცხადება ხუმრობად მიიღეს, რაზეც თეონა გაბრაზდა, დუეტს ქულა დაუწერა და პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გავიდა. შოუში რეკლამა გამოცხადდა. მოგვიანებით კი ჟიურის განაწყენებული წევრი თეონა კონტრიძე კოლეგებს ისევ შემოუერთდა.

ასე რომ, მხიარული ნომრების ტური არც ისე მხიარულად დაიწყო - კონტრიძემ საზოგადოება დაძაბა.

ლალი ფაცია

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება