ცნობილი ადამიანები, რომლებიც ანორექსიამ იმსხვერპლა

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ანორექსიამ იმსხვერპლა

წარმოგიდგენთ ცნობილ მოდელებს, რომლებიც ანორექსიით დაიღუპნენ.

1. გასულ კვირას 25 წლის ბრიტანელი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და მოდელი პიჩეს გელდოფი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა უეცარი სიკდილი ბოლომდე ვერ ახსნეს, ახლობლები ირწმუნებიან, რომ გოგონა ანორექსიით იყო დაავადებული. მეგობრები ამბობენ, რომ ბოლო ერთი წელი გოგონა წვენების დიეტით იყო გატაცებული.

2. ჯონ გალიანოს პერიოდის Dior-ის ფავორიტი, ბრაზილიელი მოდელი ანა კაროლინა რესტონი, რომელიც მხოლოდ ვაშლითა და პომიდვრით იკვებებოდა, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი ნამუშევარი იყო Giorgio Armani-სთან - ბრენდი გოგონას აიძულებდა ემუშავა მაშინაც კი, როცა მისი წონა, 174 სმ სიმაღლის გათვალისწინებით 40 გკ იყო.

3. ჰილა ელმალიაჰი - 90-იანებში ჰილა მსოფლიო სამოდელო ბიზნესში პოპულარული ებრაელი მოდელი იყო. გოგონას ანორექსია 21 წლის ასაკში დაემართა და 13 წელი ამ დაავადებით იცხოვრა. საბოლოოდ სუპერმოდელი თავის 34-ე დაბადების დღეზე გარდაიცვალა - ის 21 კგ-ს იწონიდა

4. ტყუპები მარია და კეტი ექიმები იყვნენ. დები 22 წლის განმავლობაში წონაში დაკლებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. შედეგად მათი ეს შეჯიბრი სასიკვდილო შედეგით დასრულდა.

5. გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე მეტად ანორექსიის მსხვერპლი მოდელები ხდებიან. ამ დაავადებას ემსხვერპლნენ ასევე დები ლუისელ და ელიანა რამოსები. უფროსმა დამ ელინამ გონება პირდაპირ პოდუმზე, მოდის კვირეულის მიმდინარეობის დროს დაკარგა და მალევე გარდაიცვალა კიდეც. 18 წლის  უმცროსი და ნახევარი წლის შემდეგ სისუსტისგან გარდაიცვალა.

6. განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილი მოდელებისგან, ფრანგი იზაბელ კაროს ანორექსია მისი სამოდელო კარიერის შედეგი არ ყოფილა. გოგონა დაავადების მძიმე ფორმით 13 წლის ასაკიდან იტანჯებოდა, ხოლო მოდელად იმუშავა ოლივერო ტოსკანისთან. ფოტოსესიას სახელად ერქვა ”არა ანორექსიას”. ფოტოსესიაში 28 კილოგრამიანი იზაბელი შიშველი პოზირებდა. ასეთი სოციალური რეკლამის მიზანი -ტოპ-მოდელების შეჩერება იყო, რომლებიც მუდმივად დიეტებს იცავენ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება