ვარსკვლავური ფობიები - ტომ კრუზს გამელოტების ეშინია, პამელა ანდერსონს - სარკეში ჩახედვის

ვარსკვლავური ფობიები - ტომ კრუზს გამელოტების ეშინია, პამელა ანდერსონს - სარკეში ჩახედვის

ამ ცხოვრებაში ყველას რაღაცის ეშინია. ჩვენს შიშს ხანდახან უცნაური მიზეზი თუ გამოხატულება აქვს. ამქვეყნად უამრავი ფობია არსებობს და თურმე ჰოლივუდის ვარსკვლავები ამ მხრივ დახუნძლულები არიან. თვალი გადავავლოთ მათ შიშებს.

უმა თურმანს დახურული სივრცის ეშინია (კლაუსტროფობია).

მეთიუ მაკკონაჰის რაიმე ფობია არ ჰქონია, მაგრამ ყოველთვის, როცა გვირაბში უწევს შესვლა ან მბრუნავი კარის წინ ხვდება, სტრესს განიცდის.

ჯენიფერ ენისტონს აეროფობია აქვს - თვითმფრინავით ფრენის ეშინია.

ტომ კრუზს - პელადოფობია: მსახიობს გამელოტების ეშინია.

პამელა ანდერსონი სპექტროფობიით იტანჯება - სარკეში საკუთარი თავის დანახვის ეშინია.

კრისტენ სტიუარტს ჰიპოფობია აქვს - ბავშვობაში ცხენიდან გადმოვარდა და ხელი ამოიგდო. მას მერე ცხენების ეშინია.

კრისტინა რიჩის ნებისმიერი ოთახის მცენარის ეშინია.

კელი ოსბორნს ჰაპტოფობია აქვს - ეშინია მის გარშემო მყოფი ადამიანების შეხების.

ჯენიფერ ლავ ჰიუიტს ზვიგენების შიში აქვს და ამიტომ ზღვაში ღრმად ვერ შედის. მას ასევე ეშინია ლიფტის, რომელშიც ბევრი ხალხია.

მადონას ქუხილისა და მეხის ეშინია.

ბილი ბობ ტორნტონს ძველი ნივთების ეშინია, განსაკუთრებით - ანტიკვარიატის.

ორლანდო ბლუმს ღორების ეშინია.

რობერტ დე ნიროს დენტოფობია აქვს - მას სტომატოლოგების ეშინია.

ოპრა უინფრის აკუსტიკოფობია აქვს - ეშინია ბუშტების გახეთქვის, ამიტომ არც საღეჭი რეზინი უყვარს.

ჰილარი დაფს პათოლოგიურად ეშინია სიბინძურის. თურმე ყოველ საღამოს მონდომებით ალაგებს თავის საძინებელს, სხვანაირად ვერ დაიძინებს.

ნიკოლ კიდმანს პეპლების ეშინია. ''საოცარია, საერთოდ არ მეშინია ობობებისა და ხოჭოების, მაგრამ პანიკურად მეშინია, როცა პეპელას ვხედავ'', - ამბობს მსახიობი.

სპაიდერმენ ტობი მაგუაიერს, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, სიმაღლის ეშინია.

კიანუ რივზი, თავისი სამყაროს გადამრჩენელი გმირისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში თავს არიდებს ბნელ ოთახში მარტო დარჩენას - მას სიბნელის ეშინია.

ვუდი ალენს ყველაფრის ეშინია: ლიფტების, მწერების, ნათელი ფერების, სიმაღლის, მზის, ბავშვების, ძაღლების. ასევე ეშინია არაქისის კარაქის - შიშობს, ის სასაზე არ მიეკრას.

ვაინონა რაიდერს წყლის ეშინია მას მერე, რაც თორმეტი წლისა კინაღამ დაიხრჩო.

ფილმები, რომლებშიც საჭიროა მოწევა - ეს პენელოპა კრუსისთვის საშიში მომენტია. ეშინია, ისევ არ დაიწყოს მოწევა, თუ გადაღებები სიგარეტით მოუწევს.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება