როდის იძია შური თათია სულუაშვილზე გიგა ტაბიძემ - იუმორისტი შეყვარებულია

როდის იძია შური თათია სულუაშვილზე გიგა ტაბიძემ - იუმორისტი შეყვარებულია

გიგა ტაბიძის ნამდვილი გვარი ორლოვია. ბაბუამისი გადავიდა დედის გვარზე და მას შემდეგ ტაბიძეები არიან. გიგას რუსი ნათესავები არ ჰყავს და თავისი გენეალოგია არ იცის. დღევანდელ ამბებს გულახდილად გვიყვება და იმასაც არ მალავს, რომ ატესტატი ''ჩაწყობით'' აქვს აღებული..

''ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი''

- დედა ფარმაცევტია, თავისი პროფესიით დიდი ხანია, აფთიაქში მუშაობს. მეც დედის კვალზე წავედი. პროფესიით ფარმაცევტი გახლავართ. წესით, დედის დაწყებული საქმე უნდა გამეგრძელებინა, მაგრამ მამის დაწყებული საქმე გავაგრძელე. მამა იუმორისტია. წლების განმავლობაში ''კომედი შოუში'' მუშაობდა. სცენარისტი იყო, ''პიკასოს ბიჭების'' ხელმძღვანელი და დღესაც ქუთაისში იუმორისტების თაობას ზრდის.

- ფოტოზე მშობლები არიან. როგორ გაიცნეს ერთმანეთი?

- როგორც ვიცი, დედა და მამა ერთმანეთს საბავშვო ბაღიდან იცნობდნენ. ერთად სწავლობდნენ სკოლაშიც, ერთ მერხთან ისხდნენ. მერე წლების განმავლობაში მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. შეიქმნა ოჯახი და გავჩნდი მე, ეს ვერსია ვიცი (იცინის).

- ალბათ, არ გატყუებენ.

- რატომ უნდა მომატყუონ. ფოტოფაქტები ხომ არის, რომ წლების განმავლობაში ერთად იყვნენ. უნივერსიტეტში რომ სწავლობდნენ, ოჯახი იმ პერიოდში შექმნეს და მე გავჩნდი. ძმაზე დაახლოებით ხუთი წლით ვარ უფროსი. ის უკვე სტუდენტია. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობს. მისი პროფესიის არჩევაზე, სავარაუდოდ, მე ვიქონიე გავლენა. ტელევიზიაში ვმუშაობ და როცა საქმე იმაზე მიდგა, რა პროფესიის უნდა ყოფილიყო რომიკო, ჟურნალისტიკა აირჩია. მომავალში რა იქნება, არ ვიცი. მე და რომიკოს სახელები ბაბუების პატივსაცემად დაგვარქვეს. რომას იუმორის კუთხით თავისი ნიჭი კარგად შეუძლია განავითაროს. ქუთაისში ''კავეენში'' თამაშობდა წლების განმავლობაში.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება