ბერა სცენიდან მიდის? - "მომენატრებით გულშემატკივრებო, მეგობრებო, გვანცა, ცოტნე, მამიკო და დედიკო..."

ბერა სცენიდან მიდის? - "მომენატრებით გულშემატკივრებო, მეგობრებო, გვანცა, ცოტნე, მამიკო და დედიკო..."

"ძალიან მომენატრებით, ჩემო საყვარელო გულშემატკივრებო, მეგობრებო, გვანცა, ცოტნე, მამიკო და დედიკო... მუდამ თქვენი ბერა" - ამ მინაწერით ავრცელებს რეპერი ბერა ივანიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ახალ სიმღერას და კლიპს "ცაში".

სიმღერის ტექსტი რეპერისთვის დამახასიათებელი, ავტობიოგრაფიულია, მისი ბევრი გულშემატკივრისთვის კი მასში ახალი ისტორიაცაა მოთხრობილი. მაგალითად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი სიმღერის ერთ მონაკვეთში უცნობ გოგონაზე მღერის: "ვინც დღეს მომწონს, ალბათ, სხვისი გახდება... ამ ლამაზმა გოგომ არც იცის, რომ მას ჩემს გულში ადგილი აქვს, თუმცა არც ვაპირებ თქმას..."

კლიპში რეპერის ოჯახის წევრები ჩანან. ასევე, გამოყენებულია კადრები 25 ოქტომბერს "ვარდების მოედანზე" გამართული კონცერტიდან, რომელიც მომღერლის ჯერჯერობით ბოლო შოუა საქართველოში. ამჟამად ბერა ივანიშვილი ამერიკაში იმყოფება, სადაც კარიერის გაგრძელებას აპირებს.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება