სოფო ბედიას დიეტა - როგორ დაიკლო მომღერალმა 7 კილო?

სოფო ბედიას დიეტა - როგორ დაიკლო მომღერალმა 7 კილო?

მომღერალი სოფო ბედია ბოლო დროს საგრძნობლად გახდა. დავინტერესდით, რომელი დიეტის წყალობით მიაღწია ქართველმა ვარსკვლავმა სასურველ წონას და სოფო ბედიას დავუკავშირდით.

– სოფო, საგრძნობლად დაიკელით წონაში. რომელი დიეტით დაიკელით?

– განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, არ მივირთმევ 6 საათის მერე და ცომეულისგან თავს ვიკავებ. ასევე, ვცდილობ, ენერგია მაქსიმალურად დავხარჯო. მარხვაზე ვარ და ამ ბოლო დროს ლობიანის ჭამაც მიწევს, მაგრამ მაინც დავიკელი წონაში. ალბათ ნივთიერებათა ცვლაც წესრიგში მაქვს და ამიტომ ვიკლებ წონაში. როცა სცენაზე დგახარ, უნდა იყო ფორმაში.

– რამდენი კილოგრამი დაიკელით?

– ჩემი კონსტრუქციიდან გამომდინარე, ქალური ფორმები მაქვს, ბევრის დაკლება არც მიხდება, სახეზე მეტყობა. ზაფხულის შემდეგ 7 კილოგრამი დავიკელი. ასევე, ამოვიღე შაქარი და მარილი. ძირითადად, მოხარშულ საჭმელს მივირთმევ.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება