შვარცენეგერმა საავადმყოფოში უგონოდ მყოფი შვილის გვერდით იპოზიორა

შვარცენეგერმა საავადმყოფოში უგონოდ მყოფი შვილის გვერდით იპოზიორა

ცნობილმა მსახიობმა, პოლიტიკოსმა და კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა საავადმყოფოში უგონოდ მყოფი შვილის გვერდით იპოზიორა. ფოტო მსახიობმა საავადმყოფოში ვიზიტისას გადაიღო. ამ დროს მსახიობის 20 წლის შვილს, პატრიკს, რომელიც ოპერაციიდან ახალი გამოყვანილი იყო, წვეთოვანი ედგა და უგონოდ იყო. ფოტო ”ტვიტერზე” თავად პატრიკმა ატვირთა იმის დასადასტურებლად, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შვარცენეგერი არაორდინალური იუმორის დემონსტრირებას  ახდენს. მაგალითად, იანვარში მსახიობმა ფიტნეს-ინსტრუქტორის როლი მოირგო, ულვაშები და პარიკი დაიმაგრა და ვიზიტორებს სხვადასხვა რჩევებს აძლევდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება