დუტა სხირტლაძე ტელერეკორდს ამყარებს

დუტა სხირტლაძე ტელერეკორდს ამყარებს

18 აპრილს ''ჯდს''-ზე ''ერთში ერთში'' იწყება. ახალი სეზონის მონაწილეები არიან ბორის ბედია, დუტა სხირტლაძე, ლევან მასპინძელაშვილი, იოანე არაბული, ნინო ძოწენიძე, ქეთი ორჯონიკიძე, ნათია დუმბაძე და ვერიკო ტურაშვილი. ჟიურის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: წინა სეზონიდან ყველას კარგად გასხოვთ ზაკ რისი, ჟიურის წევრებს შეემატა ვოკალის პედაგოგი სისი სამი და მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, ჟიურის მეოთხე წევრი კი ყოველ ტურზე შეიცვლება. პროექტის პირველი ლაივკონცერტის სამზადისს მხოლოდ ჩვენი ჟურნალი დაესწრო და დეტალებს ექსკლუზიურად გთავაზობთ.

- დუტა, როგორ დათანხმდი შემოთავაზებას, ამ პროექტში მიგეღო მონაწილეობა?

- ეკა ანდრონიკაშვილის ბრალია ყველაფერი. გახსოვთ ალბათ წინა ''ერთი ერთში'', ერთ-ერთ ლაივკონცერტზე მე და ჯაბა კილაძე მის დასახმარებლად რომ მოვედით, ნომრისთვის ''ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან'' დაფნა და ჟოზეფინა განვასახიერეთ. მაშინ მომეწონა აქაურობა, ვიხუმრე, მეორე სეზონზე დამიძახეთ-მეთქი და მართლა დამიძახეს. ჭკუაში დამიჯდა და მოვედი, ბევრი არც მიფიქრია. თუმცაღა ძალიან მეშინია, შვიდ ვოკალისტში ერთი მსახიობი ძნელია, მაგრამ ვემზადები.

- ვოკალში?

- ჰო, აბა.

- იცი უკვე, რა უნდა იმღერო პირველ კონცერტზე?

- კი, გუშინ გავიგე. ჩვენთან ლოტოტრონის პრინციპია, სამი სავარაუდო მომღერლიდან ერთი შეგხვდება. მე ჯო კოკერი შემხვდა. ამ მომღერალს კარგად ვიცნობ. ახლა სიმღერას ვარჩევთ.

- საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავს, ვის გამოარჩევ?

- ყველას, შვიდივეს.

- რა იქნება შენი კოზირი?

- არაფერი.

- რატომ, მსახიობობა არ დაგეხმარება?

- მხოლოდ მსახიობობა არაფერს შველის, მთელი აქცენტი გარდასახვაზეა. დიდი ფსიქოანალიზია საჭირო, ყველა მანერას თავისი ახსნა, დანიშნულება აქვს. ადამიანი მოქმედებას ტყუილად არ აკეთებს. უნდა გააანალიზო, ხელი ასე რატომ ასწია ან ამ დროს რატომ გაიღიმა. ჯო კოკერი რთული იქნება ალბათ, მაგარი არაადეკვატური კაცია. ხელები ისე აქვს მიბმული, თითქოს სხვისიაო. რომელ ნომერშიც ქორეოგრაფია იქნება, შედარებით ადვილი განსახორციელებელია, მით უფრო, როცა ეს კარგად გამოგდის. სოლომომღერლების განსახიერება გაცილებით რთულია, მათ თავიანთი მიზნები აქვთ. ასეთია ჯო კოკერიც.

- შენი მიზანი რა არის?

- მაგრად უნდა წარვდგე მაყურებლის წინაშე. ყველაზე მაგარი ამ პროექტში ის არის, რომ არავინ ვარდება, სულ პროექტში ხარ. არ გემუქრება საფრთხე, რომ პირველივე ტურიდან გამოვარდე. ქართული ამბიციები ხომ იცით (იღიმება).

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება