მარგალიტები - გამორჩეული ტენდენცია ამ სეზონზე

მარგალიტები - გამორჩეული ტენდენცია ამ სეზონზე

მართალია, ანი ცინცქილაძე საზოგადოებამ მსახიობის რანგში გაიცნო, მაგრამ ამჯერად მას დიზაინერის ამპლუაში წარმოგიდგენთ. მის მიერ დაარსებულ ბრენდს ''ტანი'' ჰქვია, რაც სხეულს აღნიშნავს, რომლისთვისაც სამოსს ქმნის და იმავდროულად ინგლისური დამწერლობით – Tsintskiladze Ani - მისი გვარის პირველი ასოსა და სახელის ნაზავია.

- სამხატვრო აკადემიაში გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა ტანსაცმლის მოდელირება. ჩაბარებისას პრაქტიკული კუთხით გავთვალე, ვიფიქრე, გრაფიკული დიზაინი უფრო მოთხოვნადი იქნებოდა, ამ მხრივ სამსახურის პოვნაც გამიადვილდებოდა და ამიტომ არჩევანი ზემოხსენებულ ფაკულტეტზე შევაჩერე. არადა, რეალურად, ბავშვობიდან მსახიობობა ან დიზაინერობა მინდოდა, თუმცა პროფესიის არჩევის გზაზე სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე. სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდშივე მივხვდი, მერჩივნა, სამოსის მოდელირებაზე მესწავლა. დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანე, სწავლის დასრულების შემდეგ კი ინტერესის შესაბამისად გავაგრძელე საქმიანობა.

- სანამ ამ საქმეს მიჰყოფდი ხელს, რომელიმე ქართველ დიზაინერს თუ ჰკითხე რჩევა?

- არა, არავისთვის არაფერი მიკითხავს, ამ სფეროში მუშაობის იმდენად დიდი სურვილი მქონდა, რომ მოქმედება ჩემით დავიწყე, ოჯახის წევრებისთვისაც კი არაფერი მითქვამს, პირდაპირ საქმეს შევუდექი. სამოსის ესკიზებს პატარაობიდან ვქმნიდი, იმდროინდელი ნახატების განხილვა ახლა არც ღირს, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ ბავშვობიდან ეს სფერო მაინტერესებდა.

მინდა ატელიეს გახსნა, მაგრამ ამჟამად სახლში ვქმნი ესკიზებს, მყავს მკერავი, რომელიც ჩემი თანხლებით კერავს სამოსს, იმავდროულად ვსწავლობ სამოსის კონსტრუირებას და უფრო დეტალურად ვერკვევი საკითხში.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება