ლევან ჯავახიშვილი და სოფო გელოვანი - "დღეს 90-იან წლებს გავაცოცხლებთ"

ლევან ჯავახიშვილი და სოფო გელოვანი - "დღეს 90-იან წლებს გავაცოცხლებთ"

დღეს ორშაბათია და "იმედის" ეთრში ტრადიციულად "ორი ვარსაკვლავის" უნდა გავიდეს. შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და მონაწილეები, როგორც ყოველთვის, დიდ სამზადისში არიან. მეშვიდე ტურში ასეთი ამოცანა აქვთ: "ჩემი საყვარელი ჰიტი" უნდა შეასრულონ, ანუ 90-იანი წლების ცნობილ მუსიკალურ კომპოზიციებს ააჟღერებენ, ვინ როგორ შეძლებს ამას, საღამოს გამოჩნდება, მანამდე კი რადენიმე მათგანს შევეხმიანეთ და მათი წინასაკონკურსო განწყობა დავაფიქსირეთ.

ლევან ჯავახიშვილი:

- ჩვეულებრივად ვემზადებით კონკურსისთვის. რაც შეეხება ჩვენი წყვილის შანსებს, ეს მაყურებელმა უნდა განსაზღვროს. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ცუდი წყვილი ვართ და ჟიური არც ისე ცუდად გვაფასებს, რაც, მნიშვნელოვანია, საბოლოოდ მაინც ყველაფერს მაყურებელი წყვეტს და ვნახოთ... დღეს 90-იანი წლების ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი უნდა შევასრულოთ...

- რას გვეტყვი შენს პარტნიორზე, მგონი, გაგიმართლა, რომ მეწყვილედ ნინი წიკლაური შეგხვდა, არა?

- ძნელია, სიტყვებით აღვწერო და გადმოვცე, თუ როგორი, კარგი და სუპერ მეწყვილეა ნინი. სცენაზე მასთან ერთად დგომა ძალიან მაგარია, საოცრად დიდი ენერგეტიკის პატრონია და ასეთივე დიდი ენერგიით გმუხტავს...

- შვილები რას გეუბნებიან?

- შვილების შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია. მათ აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ და ახლაც ასეა. ისინი ჩემი მეგობრები და ყველაზე მაგარი გულშემატკივრები არიან...

- რა შეიცვალა ამ პროექტის შემდეგ შენს ცხოვრებაში?

- ხალხის სიყვარული და ყურადღება არც მანამდე მაკლდა, მაგრამ ახლა ეს ერთი ორად გაზრდილია. ადამიანების სითბოს ვგრძნობ, რაც ძალიან სასაიამოვნოა. ეს ყველაფერი უფრო დადებითად განმაწყობს...

სოფო გელოვანი:

- ორშაბათის ჩვეულებრივი სანერვიულო განწყობა მაქვს. მიწევს არაპროფესინალთან სცენაზე გასვლა, რაც ჩემთვის ბევრი ფიქრის მიზეზია. უამრავ რაღაცაზე ვფიქრობ. პროფესიონალებს უჭირთ კონცერტზე გამოსვლა და მე მიწევს იმ ადამიანის პარტნიორობა, რომლისთვისაც სცენა უცხოა... თუმცა სანამ შოუში "ორი ვარსკვლავი" ჩავერთვებოდი, მეგონა, რომ ეს ყველაფერი ადვილი იქნებოდა, არადა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

გაცილებით იოლია "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა რადგანაც, მოცეკვავისთვის რიტმის შეგრძნებაც საკმარისია. აქ კი ადამინს, ამ შემთხვევაში არაპროფესიონალ მომღერალს ვგულისხმობ, ბევრი რამ სჭირდება: რიტმი, სმენა, ხმა, კარგი ყური... სიმღერა ურთულესი რამ არის. თუმცა ყოველი ადამინის შრომა ამ შოუში დასაფასებელია. ჩემი პარტნიორი მიშა ბაღათურია, რომელიც სპორტსმენია, შრომისმოყვარე ადამიანია, ყველა შენიშვნას ითვალისწინებს, დამყოლი და მორჩილი ადამიანია. ამასთან, აქვს შინაგანი კულტურა, ეს ყველაფერი მას საოცრად ეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ტურიდან ტურამდე იზრდება.

- "ორი ვარსკვლავი" პირადად შენთვის რას ნიშნავს?

- მართალია გასართობი შოუა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ყველაფერი სანახაობაა მხოლოდ, სცენაზე პირდაპირ ეთრში, მაყურებლის წინაშე მიწევს მუშაობა. ამ ყველაფერმა ბევრი კარგი რაღაც მომიტანა. მეტად გავიხსენით მუსიკალურად, კიდევ მეტად დავიხვეწეთ. დღეს ვემზადებით 90-იანი წლების ცნობილი ჰიტის შესასრულებლად. კერძოდ, "ბოის თუ მენის" ერთ-ერთი ჰიტია, რომელსაც ოთხი ადამიანი ასრულებდა და ახლა ორმა უნდა ვიმღეროთ.

ლალი ფაცია

სპეცაილურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება