აღდგომა სამებაში და ცნობილი "ჩუნგა-ჩანგა" კორკოტასთან ერთად - ირაკლი ფირცხალავას სტუმრობა თბილისში

აღდგომა სამებაში და ცნობილი "ჩუნგა-ჩანგა" კორკოტასთან ერთად - ირაკლი ფირცხალავას სტუმრობა თბილისში

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ აღდგომის დღეები თბილისში გაატარა. სოციალურ ქსელ vk.com-ზე საკუთარ გვერზე მომღერალი თბილისში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ირაკლი აღდგომის ღამეს ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაეწრო.

"უფალი ჩვენ, უღირსებს ცოდვებს შეგვინდობს, ჩვენ კი იმის ნაცვლად, რომ აღდგომას ტაძარში შევხვდეთ, რესტორნებში ვტყვრებით. აბსურდია არა?", - წერს მომღერალი.

რამდენიმედღიანი მოგზაურობის დროს მუსიკოსმა საყვარელი ქალაქის ქუჩებში ხეტიალი, თბილისის აბანოში სტუმრობა და ნათესავებისა თუ ოჯახის მეგობრების გარემოცვაში ქეიფიც მოასწრო. ქართული კერძებით დახუნძლულ სუფრაზე ირაკლი ფირცხალავამ კორკოტასთან (გია კორკოტაშვილი) ერთად ცნობილი "ჩუნგა ჩანგაც" შეასრულა.

"ხედი მამაჩემის სახლის ფანჯრიდან"

"ნამდვილი თუშური ხინკალი. მუცლის ომი ქართულ სამზარეულოსთან - ვინ მოიგებს?"

"თბილისის გოგირდის აბანოებში თავის დროზე პუშკინი და ლერმონტოვი ნებივრობდნენ, ახლა ჩემი ჯერია"

"ჩემი ძმები"

უცნობია დატოვა თუ არა უკვე საქართველო მომღერალმა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება