ინგა გრიგოლია, გოჩა ჩერტკოევი და "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოულოდნელი შემადგენლობა - მეგაშოუს ექსკლუზიური დეტალები

ინგა გრიგოლია, გოჩა ჩერტკოევი და "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოულოდნელი შემადგენლობა - მეგაშოუს ექსკლუზიური დეტალები

მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეოთხე სეზონი 24 აპრილს "იმედის" ეთერში დიწყება. კონკურსში ამჯერად 10 მონაწილეა, ისინი, როგორც ყოველთვის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არიან. თუმცა მათ ვინაობას შოუს დაწყებამდე პროექტის ორგანიზატორები ასაიდუმლოებენ.

"ამბები.გე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" გენარალურ პროდუსერს, ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა.

- რას გვპირდება "ცეკვავენ ვარსკვლავები" მეოხე სეზონზე? რით იქნება ის გამორჩეული?

- მეოთხე სეზონი გამორჩეული სწორედ მონაწილეებით, ჟიურის წევრებითა და სანახაობრივი ნაწილითაც იქნება. შევეცდებით, რომ ეს სანახაობრივი ნაწილი მეტად გადავახალისოთ. იმედი გვაქვს, რომ მაყურებელს მოეწონება.

- უკრაინელი ქორეოგრაფები - ალიონა, დიმა და საშა ისევ იმუშავებენ მონაწილეებთან?

- კი, ისინი არიან დამდგმელი ქორეოგრაფები, უკვე ჩართულები არიან საქმეში, რეპეტიციები მიმდინარეობს. მათთან ერთად, შოუს მთავარი რეჟისორი ზურა ფანქველაშვილია, მუსიკალური ხელმძღვანელი - რუსა მორჩილაძე.

- გასულ წელს იყო გამონაკლისი და შოუში მეცამეტე მონაწილემ საზოგადოებისთვის უცნობმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ სეზონსაც ეყოლება ასეთი კონკურსანტი?

- მეოთხე სეზონზე არ არის ასეთი რამ მოსალოდნელი, თუმცა მეხუთე სეზონზე აუცილებლად მიიღებს ასეთი ადამიანი მონაწილეობას.

- იქნებ გვითხრა, ვინ იქნებიან კონკურსანტები?

- ჯერ ვერ გერტვით, სურპრიზად ვინახავთ... ვიტყვი იმას, რომ ისინი სხვადახვა სფეროში ცნობილი ადამიანები არიან... ჩამოყვანილი გვყავს ქართველი მომღერალი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს (იულია ქავთარაძის ტიპის), ოღონდ, ცოტა სხვა მიმართულებით. თუ ვინ არის ეს გოგონა, ამასაც შოუზე შეიტყობს მაყურებელი.

- ჟიურის შემადგენლობა როგორ იქნება წარმოდგენილი?

- გოჩა ჩერტკოევი, ინგა გრიგოლია იქნებიან ჟიურის შემადგენლობაში...

- წამყებზე რას გვეტყვით?

- ძირითადი წამყვანები ისევ დუტა სხირტლაძე და ნანკა კალატოზიშვილი არიან. რაც შეეხება წამყვანების მეორე წყვილს, ის გიორგი ყიფშიძე და ანუკა ქორქიაა.

- ნოე, ჯერ "ორი ვარსკვლავი" არ დასრულებულა და პარალელურ რეჟიმში მეორე მეგაშოუს იწყებ. არ იქნება ძნელი?

- რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ მიზნად დავისახეთ, რომ ორივეზე მუშაობას პარალელურად შევძლებთ და ამას მაყურებელი დაინახავს. "ცეკვავენ ვარსკვლავები" 3 ივლისს დასრულდება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება