მასთან მშვიდად ჯდომა და საუბარი წარმოუდგენელია - რას ყვება დალი ჩიტალაძე ანრი ჯოხაძეზე

მასთან მშვიდად ჯდომა და საუბარი წარმოუდგენელია - რას ყვება დალი ჩიტალაძე ანრი ჯოხაძეზე

''ორი ვარსკვლავის'' ქართული ტური ყველა მონაწილისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. მიშა ხუჯაძისა და გოგოლა კალანდაძის აუტსაიდერობა ვეტოს უფლებით გაბათილდა და ორივე მათგანი პროექტში დარჩა.

ქართული ტურით კმაყოფილი ჩანდა ჟიური. ანრი ჯოხაძემ სიმღერის ბოლოს ასეთი რამ თქვა - დალიც კი ამღერდაო. მოდის კრიტიკოსისა და კომპოზიტორ დალი ჩიტალაძის ''ბესამე მუჩო'' მაყურებელმა განსაკუთრებით გააკრიტიკა. როგორ რეაგირებს კრიტიკაზე და რაზე სწყდება გული, ჩვენი რესპონდენტი თავად გიამბობთ.

- ცოცხლად არასდროს მიმღერია. თუ ოდესმე მიმღერია, ეს იყო ფონოგრამით. მაშინ ერთი სატელევიზიო არხი არსებობდა - ''პირველი არხი'' და საახალწლო გადაცემებს ვაკეთებდით. მაშინაც მხოლოდ ჩემი სიმღერების შესრულებას ვბედავდი. არ მქონია ისეთი ვოკალური მონაცემები, რომ მომღერლობაზე თავი დამედო. ფონოგრამა ყველა ხარვეზს ასწორებს, ძალიან იოლია. ამიტომაც ვბედავდი სიმღერას. მაშინ კონსერვატორიაში ვსწავლობდი.

- რატომ გადაწყვიტეთ კონსერვატორიაში ჩაბარება?

- მუსიკა ბავშვობიდან მიყვარდა. დღემდე ასე ვარ. უბრალოდ, ეს პროფესიად ვეღარ გავიხადე. ჩემს ცხოვრებაში იმ პერიოდის ქართულმა ყოფამ ბევრი რამ შეცვალა. კონსერვატორია დავამთავრე თუ არა, მოხდა 9 აპრილი და ამდენი უბედურება ერთად, ვის სჭირდებოდა შენი მუსიკა. წავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში და პროფესიის შეცვლაც მომიხდა. იქაც კი ვმუშაობდი რუსულ რესტორანში საღამოობით, მაგრამ ჩემი მუსიკით იქ ვერავის გავაკვირვებდი.

- რესტორანში მღეროდით?

- ვუკრავდი ფორტეპიანოზე რუსულ რომანსებს და თან ვმღეროდი. კლუბური სიტუაცია იყო, პატარა დეტონაციებს ვაპარებდი. ამერიკაში მოდის ბიზნესში გადავედი, ვმუშაობდი ვერსაჩესთან, გავხდი საერთაშორისო ბიზნესის კონსულტანტი, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი. ერთი სიტყვით, ისე აეწყო, რომ დიდი ხანი მუსიკასთან შეხება აღარ მქონია.

- რამდენ ხანს იცხოვრეთ ამერიკაში?

- ცხრა წელი. მერე, მეორედ რომ გავთხოვდი, მივდიოდი და მოვდიოდი ხოლმე.

- რა ასაკში გათხოვდით მეორედ?

- 39 წლის ასაკში. ასე რომ, 12 წელიწადია მეუღლე ვარ და ამ პერიოდში ჩემი მთავარი პროფესია მეუღლეობა იყო. იმდენად დავიღალე ამ აქტიური ცხოვრებით, კაცივით ვცხოვრობდი, მომინდა, სუსტი ქალი ვყოფილიყავი. ყველა ქალს უნდა ასეთი ცხოვრება. ისეთი კარგი მეუღლე მყავს და ისეთი ბედნიერი ვარ,… ყოველთვის მინდოდა, დავბრუნებოდი მუსიკას, ალბათ, დავუბრუნდები კიდეც. აუცილებლად კიდევ დავწერ მუსიკას და ჩემს პატარა სიტყვას ვიტყვი ამ სფეროში.

- შეიძლება, პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზი გკითხოთ?

- 16 წლის ასაკში გავთხოვდი და ეს იყო მთავარი მიზეზი, ასაკობრივი სხვაობა, ხასიათის შეუთავსებლობა, ვერ შევეგუეთ ერთმანეთს. 4 წელი ვიცხოვრეთ ერთად. მასთან მყავს ერთადერთი შვილი, მწერალი ვახტანგ სუთიძე. ძალიან კარგი შვილი მყავს, ძალიან კარგი მეუღლე, ბედნიერი ვარ.

- როგორ უყურებენ თქვენს ახალ ამპლუას თქვენი ოჯახის წევრები?

- ეს შემოთავაზება, პირველ რიგში, მეუღლესთან შევათანხმე. თუ შენ გინდა, აუცილებლად უნდა წახვიდეო, მითხრა. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ყველაზე დიდი კრიტიკაც მისგან მოდის.

- ქალაქში ამბობენ, რომ ეჭვიანი ქმარი გყავთ...…

- ვისაც უყვარს, ის ეჭვიანია. გინახავთ ისეთი ქმარი, რომელსაც ცოლი უყვარს და არ ეჭვიანობს? ვგიჟდები, როცა ეჭვიანობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთი დღემდე გვიყვარს. თქვენ გგონიათ, მე არ ვარ ეჭვიანი? მეც ვეჭვიანობ (იღიმება), ავადმყოფური ეჭვიანობისგან ორივე ღმერთმა დაგვიფაროს.…

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება