რა სკანდალი "გაუგორა" თიკო სადუნიშვილს გოგოლა კალანდაძემ და რატომ აღარ არის "ნანუკას შოუს" თანამშრომელი

რა სკანდალი "გაუგორა" თიკო სადუნიშვილს გოგოლა კალანდაძემ და რატომ აღარ არის "ნანუკას შოუს" თანამშრომელი

გოგოლა კალანდაძე პროექტ "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობს, მას პარტნიორობას ნოდიკო ტატიშვილი უწევს. როგორც რამდენიმე კვირის წინ "რეიტინგთან" ინტერვიუში აღნიშნა, პროექტში მონაწილეობას იმიტომ დათანხმდა, რომ რეჟისორებს გახსენებოდათ.

გოგოლა სამი შვილის დედაა, ბოლო დროს მთლიანად ბავშვებზე იყო გადართული და შესაძლებელია, ესეც გახდა მიზეზი, რომ ახალი წინადადებები არ მიუღია. ერთი პერიოდი მსახიობი "ნანუკას შოუში" მუშაობდა, თუმცა ახალი სეზონიდან გადაცემაში აღარ არის.

ცოტა ხნის წინ "თბილისი ლაივის" წამყვანი თიკო სადუნიშვილი გოგოლას ერთ-ერთ კლუბში შეხვდა. თიკო დაინტერესდა, რატომ აღარ მუშაობდა გოგოლა "ნანუკას შოუში". წამყვანმა მოკლე კომენტარი მიიღო, ნანუკას ჰკითხეთ, მე ვერაფერს გეტყვითო. ამ პასუხმა გააჩინა ეჭვი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანსა და გოგოლას შორის უთანხმოებაა. ამ თემაზე კითხვით ნანუკა ჟორჟოლიანს დავუკავშირდით.

- ნანუკა, რატომ აღარაა გოგოლა კალანდაძე "ნანუკას შოუს" თანამშრომელი?

- "ორი ვარსკვლავის" გამო. მანამდე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ გადაიფიქრა და სერიალ "ნათია და ნათიაში" თამაშობდა. ახლა "ორ ვარსკვლავშია" და შესაბამისად, ჩვენთან ვერ იმუშავებს, "იმედი" მაინც კონკურენტი არხია.

- მხოლოდ ესაა მიზეზი, რის გამოც გოგოლა აღარაა "ნანუკას შოუში"?

- გოგოლა არის ჩემი უახლოესი მეგობარი, მისი შვილის ნათლია ვარ და ერთად გავიზარდეთ. სხვა რა უნდა ყოფილიყო მიზეზი, დაახლოებით მაინც მითხარით.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება