კარატისტ გიორგი მსხვილიძეს წარმატება შეყვარებულთან დაშორებამ მოუტანა

კარატისტ გიორგი მსხვილიძეს წარმატება შეყვარებულთან დაშორებამ მოუტანა

26-29 მარტს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ჩატარდა ტურნირი კარატეში ''მსოფლიო თასი'', რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა. ქართველებმა სამ წონით კატეგორიაში გაიმარჯვეს. მძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვებული გიორგი მსხვილიძე გახდა, რომელმაც დაძაბულ ფინალურ ორთაბრძოლაში ირანელი სპორტსმენი დაამარცხა. სპორტის გარდა, გიორგის სხვა საქმიანობითაც არის დაკავებული, ის მოდელი გახლავთ.

- გიორგი, რომელი საქმე უფრო მნიშვნელოვანია შენთვის - კარატე თუ მოდელობა?

- რა თქმა უნდა, კარატე, რადგან ამ სპორტს დაახლოებით თოთხმეტი წელია, მივყვები. თორმეტი წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე. ახლა 25 წლის ვარ. მოდელი რომ ხარ, ხან ფილმში გიღებენ, ხან კლიპში, ხან ჩვენებებზე გამოდიხარ და ძალიან ბევრ რამეს სწავლობ. შეიძლება, ჩემს ნათქვამზე ზოგიერთმა გაიცინოს და თქვას, სამოდელო სააგენტოში რა უნდა ასწავლონო. გვასწავლიან მეტყველებას, უცხო ენას, ფსიქოლოგიას და თუ მოინდომებ, ამ ყველაფერს კარგად გამოიყენებ.

- ქართველი ბიჭები პოდიუმზე პირველი ნაბიჯის გადადგმას რთულად წყვეტენ.

- ბევრს პოდიუმზე გამოსვლის კომპლექსი აქვს. მე კი ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მაქვს. როდესაც ადამიანმა იცის, რომ კარგად გამოიყურება, უნდა, ეს ყველას აჩვენოს. რა თქმა უნდა, თავიდან მეგობრებმა მითხრეს, რა მოდელობა მოგინდა, ბიჭო, ხომ არ გაგიჟდიო, მერე დაინახეს, რომ ჩვენებებზე გამოვედი, ფილმებსა და კლიპებში გადამიღეს და აზრი შეეცვალათ. თანაც, გადაღებებსა და ჩვენებებზე მარტო ბიჭები არასდროს მიჰყავთ, როგორც წესი, გოგონებთან ერთად მივდივართ ხოლმე და ეს რომ დაინახეს, აზრი რადიკალურად შეეცვალათ პოდიუმზე. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს, ალბათ, შურის გამო. ამის მერე რამდენიმე მეგობარმა მთხოვა და დღეს სააგენტო ''ბესთ მოდელში'' ჩემთან ერთად არიან.

- პოდიუმზე რომ გამოსულიყავი, გარეგნობაში რამის შეცვლა დაგჭირდა?

- არაფერი შემიცვლია, მხოლოდ სტილისტები მუშაობენ, რომ ჩვენებებზე ნორმალურად გამოვიყურებოდეთ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება